საქართველში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და IBA-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მსოფლიოს წამყვან მომწოდებელს IBA-სა და ფონდ „ქართუ“-ს შორის ბელგიის ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
Proteus®ONE დანადგართან დაკავშირებული ხელშეკრულება საქართველოს უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუ-ს დაფინანსებით გაფორმდა.
ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ Proteus®ONE-ს და დამატებით ციკლოტრონს, რომელიც ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება. ...