BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კბ/მ გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანული გაზია გატარებული.
მილსადენის დატვირთვა 2010 წელთან შედარებით, როდესაც, 4.3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, 4-ჯერ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 59%-ია.
BP-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს გაიზარდა მილსადენის საოპერაციო ხარჯებიც, რამაც 54 მლნ დოლარი შეადგინა. კაპიტალური ხარჯები 12 მლნ დოლარზე მეტი იყო. მთლიანობაში ზრდა წლიურ ჭრილში 15%-ს აღწევს.
2021 წლის გაზის ბალანსის მიხედვით, საქართველო შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან დამატებითი და ოფციური გაზის სახით 1 მლრდ კუბ. მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის მიღებას ვარაუდობდა.
“სამხრეთ კავკასიური მილსადენი” კიდევ 2 მილსადენს უერთდება - ტრანსანატოლიურ TANAP -ს და ტრანსადრიატიკულ TAP -ს. მათი გავლით აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, იტალიას და ბულგარეთს.
business-partner.ge