„საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევა“

„საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევა“

access_time2017-11-17 11:23:48

აბაშიძე-კარასინის რიგით მე-16 შეხვედრა პრაღაში - უვიზო რეჟიმი და საქართველო-რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი...

 

„რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას სხვა საკითხების გარდა ხელს უშლის საქართველოს სიახლოვე სამხედრო კონფლიქტების ზონასთან", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჩეხეთის დედაქალაქში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს", - განაცხადა კარასინმა.

 


აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

 

როგორც „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ნოემბრის ბოლოს შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებზე". შეთანხმება მოჰყვა რთულ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზაციაში რუსეთის მიღებაზე დადებული ვეტო იმ პირობით გააუქმა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე „სავაჭრო დერეფნები" გაივლის და უცხოელი შუამავლები სავაჭრო ტვირთებს გააკონტროლებენ.

 

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინთან წინა შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შვეიცარულ კომპანიასთან უნდა დაწყებულიყო პროექტების გაფორმება, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და რუსული მხარე ამისთვის მზადყოფნას არ გამოთქვამდა. მისივე თქმით, ეს არაორდინალური პროექტია, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გაჭიანურდა.



დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up