საქართველოში  ზღვა არ არის აღქმული,როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აქტივი

საქართველოში ზღვა არ არის აღქმული,როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აქტივი

access_time2020-02-02 10:00:25

გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაგისტრმა, ივანე აბაშიძემ საქართველოში საზღვაო ურთიერთობის რეგულირების მექანიზმებზე ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოში ზღვა არ არის აღქმული,როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აქტივი.


შავი ზღვა სქართველოს აკავშირებს უმსხვილეს ეკონომიკებთან და ჩვენი ნავსადგურები არის უმსხვილესი ბიზნეს აქტორი,რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საზღვაო გადაზიდვები. ზოგადად, მთლიანი გადაზიდვების 90%-მდე მსოფლიო ზღვაზე მოდის და ზღვის გამოყენება უმნიშვნელოვანესი აქტივია, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


ჩვენ გვაქვს ლიბერალური რეგულაციები, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს უწყობს,რომ განვითარდეს ეს ურთიერთობები, რაც ჩვენს სანავსადგურე სექტორსა და ინტერმოდალურ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით. ჩვენ შევქმენით სამართლებრივი ბაზისი,რომელიც 2011 წლამდე ჩვენი საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ეროვნული მარეგულირებლის ჩამოყალიბებამდე არ არსებობდა, იყო რამდენიმე დოკუმენტი,რომლის გარშემოც ხდებოდა ურთიერთობების აწყობა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად დავიწყეთ ამ დარგის გამოღვიძება, რაც მარეგულირებლისა და ბიზნესის ურთიერთობის წარმატებული მაგალითია.



ფოთის ნავსადგურში ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემა ამინდთან დაკავშირებით, რის გამოც პორტი იკეტებოდა ხოლმე, თუმცა მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეფექტური რეგულაციის პირობებში მინიმუმამდე დავიდა დახურვის დღეები, რაც იმის მესამედიც არ არის, რაც წინა წლებში იყო,- ამბობს ივანე აბაშიძე.


მან აღნიშნა,რომ საზღვაო დარგის რეგულირება საქართველოში სამი მიმართულებით ხდება : მეზღვაურების, ნავსადგურებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვა დროშის.
ჩვენ ფაქტობრივად, ვასრულებთ watchdog-ის ფუნქციას, ინდუსტრიის მაჯისცემას ვაწვდით სახელმწიფოს და ვართ ხიდი ბევრ საკითხებში სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას. საქართველოში საზღვაო განათლებას 100 წელზე მეტი ისტორია აქვს, პირველი საზღვაო კლასები ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით გაიხსნა ფოთში, ხოლო ოციან წლებში დაარსდა ბათუმის საზღვაო აკადემია. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მასწავლებლები და მეზღვაურები, მსხვილი თანამედროვე-ტექნიკური ბაზა და უცხოელ გემთმფლობელებს ვთავაზობს კომპეტენტურ სამუშაო ძალას,რომელიც ასოცირდება ბევრ ისტორიასთან და გმირობასთან.- ამბობს ივანე აბაშიძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up