საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი მიიღო.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველო ყველს ძირითადად აშშ-სა (41 ტონა / $343 ათასი) და სომხეთში (54 ტონა / $245 ათასი) ყიდის.
რაც შეეხება იმპორტს, 2021 წელს საქართველომ $11.5 მილიონის ყველი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 ასეთია:
- გერმანია - $2.6 მილიონი
- რუსეთი - $1.8 მილიონი
- თურქეთი - $996 ათასი
- საფრანგეთი - $947 ათასი
- უკრაინა - $890 ათასი
წყარო: „ბიზნეს ფორმულა“