„საქართველოში ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანებს ერთი და იგივე საკითხი  სხვადასხვანაირად ესმით“

„საქართველოში ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანებს ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვანაირად ესმით“

access_time2018-05-17 13:00:00

აზრის გამოხატვის თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება, ამ თემებზე ისაუბრეს რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“. გადაცემის სტუმრები იყვნენ  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლადო მაჭარაშვილი და  საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ანა ხურციძე.


გადაცემის მსვლელობისას 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ განვითარებული მოვლენებისა და 48 საათიანი საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრეს. ლადო მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებული იყო აეცილებინა შესაძლო საფრთხე და  დაპირისპირე მხარეებს შორის. 


„მე ნაკლებად წარმომიდგენია,რომ კონტრ-აქციის წარმომადგენლები სინამდვილეში სანთლების ასანთებად მიდიოდნენ 9 აპრილის მემორიალთან, ისინი აშკარა აგრესიული მოწოდებებით გამოირჩეოდნენ,როგორც მთავრობის, ისე მეორე აქციის მისამართით. იყენებდნენ სიძულვილის ენას და ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ამ პირობებში, სახელმწიფო ვალდებული იყო აეცილებინა საფრთხე, დაძაბულობა და შესაძლო დაპირისპირება მხარეებს შორის,“ - განაცხადა ლადო მაჭარაშვილმა.


აქციაზე იმყოფებოდა ანა ხურციძეც, რომელმაც გადაცემის მსვლელობისას არაერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც კონტრ-აქციის წარმომადგენლებისგან ისმოდა მუქარა და შეურაცხყოფელი სიტყვები.


„მეორე მხარე ნამდვილად წარმოადგენდა საშიშ ძალას, გვემუქრებოდნენ „გადავლით“ და დახოცვით. პოლიცია ნამდვილად  დაუღალავად ცდილობდა მათ შეჩერებას და არცერთი წამით არ ტოვებდნენ პერიმეტრს, მთელი ის პერიოდი ვიყავით ჯაჭვით შემოსაზღვრული.


იყო პერიოდები, როდესაც პოლიციის კორდონი ვერ აკავებდა მათ და არღვევდნენ ჯაჭვს და საფრთხე უკვე რეალური ხდებოდა. სახელმწიფომ აირჩია ის გზა,რომელიც მშვიდობიანად დაასრულებდა ორივე აქციას,“ - ამბობს ანა ხურციძე.



გადაცემის წამყვანის, მარიკა არევაძის კითხვები ეხებოდა აზრის გამოხატვისა და თავისუფლების შესახებ კანონს და იმ შეზღუდვებს, რომელთა პირობებშიც უწევთ მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირება.


„ყველა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი საჯაროდ და მიაწოდოს საკუთარი აზრი საზოგადოებას. აზრის გამოხატვის თავისუფლება ბოლო პერიოდში საქართველოში აქტუალური გახდა. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური თავისუფლება, არის გამონაკლისი შემთხვევები,როდესაც გვაქვს გარემოებები,როცა შეიძლება ეს უფლება შეიზღუდოს, თუმცა ძალიან რთულია სახელმწიფომ დაასაბუთოს ის,თუ რატომ ზღუდავს.  იმისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს ეროვნულ კანონში უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონი, ანუ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს, მიზნებს,რომლებიც შეიძლება იხებოდეს ეროვნულ უშიშროებას ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას,“- ამბობს ლადო მაჭარაშვილი.


ის ასევე შეეხო სახელმწიფოს მიერ „კარვების დაშლის“ პრეცედენტსაც აქციების მიმდინარეობისას. „ბოლო პერიოდში, ხელისუფლების პირები კონკრეტული სახელმწიფო უწყებებიდან განმარტავენ,რომ „კარვების მეშვეობით“ აზრის გამოხატვის უფლება არის არაკანონიერი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ,რომ შეიზღუდოს რაიმე ქმედებებით ჩვენი გამოხატვის უფლება.


შეიძლება საქართველო არ იყოს განვითარების იმ დონეზე,რომ შემწყნარებული იყოს კონკრეტული ჯგუფების მიმართ, თუმცა განვითარების ეს  ეტაპები ქმნის ახალ-ახალ პრეცედენტებს. კულტურული თვითგამორვევის საკითხი დღეს საქართველოში ნამდვილად არის რეფორმირების პროცესში და ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადებით შედეგებს გამოიტანს,“ - განაცხადა ლადო მაჭარაშვილმა.


ანა  ხურციძე ასევე გამოეხმაურა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც 12 მაისის განვითარებული მოვლენების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ნეგატიურად აფასებდა.


„საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი,როცა ჰგონიათ,რომ ნარკოტიკები მხოლოდ კლუბებში იყიდება, ნარკოტიკები არამხოლოდ კლუბებში,არამედ მთელს საქართველოში იყიდება. ეს იცის პოლიციამ და ნებისმიერმა ადამიანმა,ვისაც მისი შეძენა სურს.


მრავალი ორგანიზატორი ჰყავდა აქციას და სიტყვით გამომსვლელიც ბევრი იყო,რომელთაც შეიძლება არ დავთანხმებოდით, თუმცა ერთი რაც ყველამ იცოდა იყო ის,რომ ჩვენ იქ, ვიდექით თავისუფლებისთვის.


დღეს საქართველოში ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანებს ერთი და იგივე საკითხი ესმით სხვადასხვანაირად, ან სხვადასხვანაირი საკითხები ესმით ერთნაირად. სინამდვილეში, ყველას გვაქვს ერთი პოზიცია,რომ გვინდა ვიყოთ თავისუფლები და  დაცული იყოს კონსტიტუციით გარანტირებული  ჩვენი უფლებები,“ - ამბობს ანა ხურციძე.


კომერსანტი

 




ვაშინგტონი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

ვაშინგტონი  ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს
person access_time2018-05-24 19:03:09
  ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა  ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღებისთვის ემზადება.   ამ ეტაპზე ეს საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ  გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, მსოფლიო ავტომრეწველობაში ნამდვილი გადატრიალება  მოხდება. ეს ცვლილება  სერიოზულ დარტყმას პირველ რიგში იაპონიას და ევროკავშირს მიაყენებს,  რომლებიც  შტატებში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორები...

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება
person access_time2018-05-24 20:00:00
  კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს PlayStation 5-ის ლოდინი კიდევ 3 წლის განმავლობაში მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება PlayStation-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ კოდერამ გააკეთა: „მომდევნო ნაბიჯისთვის 3 წელიწადი დაგვჭირდება,“ აღნიშნა მან.   PS 5-ის წინამორბედი ბაზარზე 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა და მისი გაყიდვები ყოველწლიურად იზრდებოდა. თუმცა PlayStation-ის მფლობელი Sony მიმდინარე წელს იგივე შედეგებს აღარ ელოდება. ამის მიუხედავად,...

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება
person access_time2018-05-24 18:30:00
 „ბულგარეთი გეგმვას აგრარული პროდუქციის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური ნაწარმის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშურტის მეშვეობით,“ - განაცხადა ბულგაეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. ინფორმაციას  აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.   „ბულგარეთი მდებარეობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ტრადიციული სავაჭრო მარშურეტის გზაჯვარედინზე, ქვეყანას გააჩნია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ძალიან კარგი ორმხრივი და მრავალმხირი...

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება
person access_time2018-05-24 16:30:55
  დღეს, 24 მაისს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. CNBC-ის მიხედვით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემებს ირანის ბირთვული შეთანხმება, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობები, უკრაინა და ვაჭრობის საკითხი წარმოადგენენ.   შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, ფონად დასავლეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობები სდევს.   აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური...

აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი საპასუხო სანქციებს ამზადებს

 აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი  საპასუხო სანქციებს ამზადებს
person access_time2018-05-24 18:00:46
  რუსეთს შეუძილია შემოიღოს მაღალი საბაჟო ტარიფები ამერიკულ  პროდუქციაზე აშშ-ს მიერ რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ.   „სავარაოდოთ, საუბარია 573 მლნ. დოლარის პროდუქციაზე, რომელიც შემოდის რუსეთში შტატებიდან,“ - ნათქვამია რუსეთის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაგზავნილ...


მსგავსი სიახლეები

up