საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ემიგრანტებმა ჩადეს - 2.120 მლრდ დოლარი 11 თვეში

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ემიგრანტებმა ჩადეს - 2.120 მლრდ დოლარი 11 თვეში

access_time2021-12-22 10:00:16

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ მიმდინარე წლის ნოემბერში $207 მლნ-ს, 11 თვეში კი $2.120 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.7%-ით აღემატება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა წლის ბოლომდე, ტრადიციულად საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება და 2021 წელს რეკორდული მაჩვენებლით დაასრულებს.


განსხვავებული და არასახარბიელო სტატიასტიკაა ინვესტიციების კუთხით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ჯამში სამივე კვარტალში კი ინვესტიციების მოცულობა 728.4 მლნ. დოლარი გახდა. ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.


„ინტელიექსპრესის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წლის თერთმეტი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მიმართულებით კომპანიას დაახლოებით 26-28%-იანი ზრდა აქვს.


„11 თვის მონაცემებს თუ შევაჯამებთ, როგორც საქართველოდან ისე საქართველოში გზავნილები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 26-28%-თაა გაზრდილი. დაახლოებით იგივე პროცენტული ზრდა გვაქვს ინტელიექსპრესის შემთხვევაშიც, როგორც საქართველოში ისე სისტემის ჭრილში მსოფლიო მასშტაბით. ზრდა ძირითადად მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, ისრაელზე, დსთ-ს ქვეყნებზე და უკრაინაზე. პირველ ადგილს კვლავინდებულად რუსეთი იკავებს, თუმცა რუსეთთან მიმართებით შედარებით მცირე, 15%-იანი ზრდა გვაქვს.


აღსანიშნავია უკრაინა და სომხეთი. უკრაინაში გზავნილების ჯამური ბრუნვა საქართველოს 12%-ით გაეზარდა, ხოლო ინტელექსპრესის წილი კი 28%-ითაა გაზრდილი. ხოლო სომხეთში თუ ქვეყნის ბრუნვა 18%-ით გაიზარდა, ინტელექსპრესის წილი 50%-ზე მეტითაა გაზრდილი. უკრაინაც და სომხეთიც ინტელიექსპრესისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვაქვს სრული დაფარვა. რეგისტრირებულები ვართ უკრაინისა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებში. უკრაინაში დამატებით ვსარგებლობთ „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსით. წელს უკრაინაში დავნერგეთ ახალი სერვისი ბარათებსა და ანგარიშებზე მომენტალური ჩარიცხვები.



თითქმის 50%-ითაა გაზრდილი გადარიცხვები საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ინტელექსპრესი მომხარებელს სთავაზობს საბანკო ჩარიცხვებს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ბანკში 1 დღეში, და საკმაოდ შეღავათიანი ტარიფით. თურქეთის მიმართულებით გზავნილები საქართველოდან გაზრდილია 40%-ზე მეტით, და სწორედ ამ თურქეთის მიმართულებით, სადაც ინტელექსპრესს სრული დაფარვა აქვს მომხარებელს ყველაზე დაბალ, სააქციო ტარიფს სთავაზობს“,
-აღნიშნავს ლევან თავართქილაძე.


ეკონომიკის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2021 წლის მონაცემებში შესაძლოა გზავნილებისა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.


საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ის ფაქტს, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს, საგანგაშოდ მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძე. მისი აზრით, არ შეიძლება განვითარებად, ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.


პაატა შეშელიძის თქმით, „საგანგაშო მდგომარეობაა კიდევ ერთი მიმართულებით და კიდევ ერთი მაჩვენებლის მხრივ. აშკარაა, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით და სპეციალური თანამდებობის პირის დანიშვნა რომ გააკონტროლოს ეს, სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს“.


აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ფულად გადმორიცხვებში $34 მლნ-ით პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს. $32 მლნ-ით მეორე ადგილზე იტალიაა. $24 მლნ-ით შეერთებულმა შტატებმა მესამე ადგილი დაიკავა. საბერძნეთიდან $18 მლნ გადმოირიცხა, ისრაელიდან $17 მლნ, ხოლო გერმანიიდან $11 მლნ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up