საქართველოში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება

საქართველოში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება

access_time2020-01-20 11:22:31

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,2019 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 20,3 ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (19,3 ათასი ტონა) შედარებით.


ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 4,94 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,03-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,85 ათასი ტონა (19,0%), რუსეთი -  3,13 ათასი ტონა (15,4%),  გერმანია - 1,91 ათასი ტონა (9,4%), უკრაინა - 1,02 ათასი ტონა (5,0%) და სხვ.


ცნობისათვის, 2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის მოცულობის მიხედვით სიდიდით პირველი ოთხი ქვეყანა იყო: ირანი - 4,0 ათასი ტონა, თურქეთი - 3,5 ათასი ტონა, რუსეთი -  3,4 ათასი ტონა,  გერმანია - 1,8 ათასი ტონა.


კვლავინდებურად სამწუხარო ტენდენცია ფიქსირდება, როდესაც ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რომლის ხარისხი შორს არის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების ხარისხობრივი მოთხოვნებისგან, თუმცა იმდენად დაბალია მისი ფასი ხარისხიდან გამომდინარე, რომ მისი იმპორტი და მოხმარება ყველაზე მეტად გაიზარდა (23,5%-ით) 2019 წელს.


2019 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101,8 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად გასული წლის მაჩვენებლის ანალოგიურია.



ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 39,7% - 40,4 ათასი ტონა განხორციელდა თურქმენეთიდან, 28,3% - 28,8 ათასი ტონა - ეგვიპტიდან, 26,8% - 27,3 ათასი ტონა  - თურქეთიდან და ა.შ.


საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა.


2019 წლის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 169,9 ათასი ტონა, რაც 65 ათასი ტონით  ანუ 62 %-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (104,9 ათასი ტონა). აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოში გზების მშენებლობის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდასთან. 


აქედან იმპორტის 85,8% (145,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 13,6 ათასი ტონა (8,0%), აზერბაიჯანი - 9,6 ათასი ტონა (5,6%).


2019 წელს საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის 89% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.


თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდებით და აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით, სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით და ავტომობილების გამართვისათვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG)  გამოყენება სავტომობილო გამართვისათვის როგორც ბენზინის ალტერნატივა. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას. დღეისათვის თხევადი აირის გასამართი სადგურების რაოდენობა 200 ერთეულს აღემატება. საავტომობილო გამართვისათვის გამოყენებული პროდუქტის მოცულობა მიმდინარე წელსაც მაღალ მაჩვენებელზე იქნება. ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა აკონტროლონ აღნიშნული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული ვითარება, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს ამ პროდუქტის იმ სეს ესნ კოდით იმპორტი, რომელიც არააქციზურ პროდუქციას წარმოადგენს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up