„საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“ - ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს

„საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“ - ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს

access_time2020-02-05 10:00:06

ორსული დედა, ოთხ მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის ახლობელ ქალთან ერთად ხის ძველ სახლში დაიწვა. სახლი, სადაც გორგოძეების მრავლსულიანი ოჯახი ცხოვრობდა სრულად განადგურებულია.

 

დაახლოებით ორი თვის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გარდაცვლილი, 28 წლის ნარგიზა გველესიანი ყვებოდა, რომ ოჯახს უკიდურეს გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება. ამბობდა იმასაც, რომ უმეტეს შემთხვევაში სოციალურად დაუცველთა სასადილოდან წამოღებული საკვები საკმარისი არ იყო და ბავშვები მშივრები იძინებდნენ. ყოფილი სტამბის შენობაში, ორ ოთახში ახალგაზრდა ქალი ქმართან, დედასთან, ძმასთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა.  ოჯახი მიტოვებულ ხის სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის გამოც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

 

სახელმწიფოს გულგრილობა თუ დაგვიანებული რეაგირება? ! „კომერსანტი“ დაინტერესდა ცხოვრების არასათანადო პირობების მიუხედავად, რატომ შეუჩერდა მრავალშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება და როგორია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ ბაღდათში ტრაგიკულად გარდაცვლილ ოჯახს ყოველ თვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, თუმცა, ამბობს იმასაც,  რომ ხარვეზის გამო 3 თვის მანძილზე შეჩერებული ჰქონდათ საარსებო შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, რაც დეკემბრის თვეში გამოსწორდა და ოჯახს განაცდური თანხა 2040 ლარი აუნაზღაურდა.

 

 იყო თუ არა უკიდურესი სიღარიბე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი და ეკისრება თუ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ორსული ქალის და ოთხ მცირეწლოვანის გარდაცვალებაზე? — ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხს ალბათ არავინ გაგვცემს. თუმცა, გეტყვით, რომ 8 წლის გენადის, 6 წლის ტარიელის, 5 წლის თიკოს და ერთი წლის როსტომის მსგავსად უკიდურეს სიღარიბეში ქვეყანაში 150  000 ათასი ბავშვი ცხოვრობს.

 

წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef)  2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 6.8%, ანუ დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვი, ხოლო ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი. ბავშვთა სიღარიბეზე საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. მათი ინფორმაციით, საქართველოში 150 186 არასრულწლოვანია საარსებო შემწეობის მიმღები (ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი).

 

 Unicef-ის  სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თინა ბაუმი ამბობს, რომ ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. როგორც ბაუმი აცხადებს, უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების დაახლოებით 7 პროცენტი ცხოვრობს, თუმცა, მისივე განმარტებით, თუ  Unicef-ის კვლევის ზედა ზღვარს შევხედავთ, რიცხვი 27 პროცენტამდე იზრდება. ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს საქსტატიც, მათი მონაცემებით აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 25,5 პროცენტია. 

 

 

„უხეშად, რომ ვთქვათ, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ბავშვს სიღარიბეში ყოფნა ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს: მას გამოწვევები აქვს განათლებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სერვისების მიღებასთან დაკავშირებით, იმისგანაც არ არის თავისუფალი, რომ მშვიდი გარემო ჰქონდეს, ითამაშოს და მეგობრებთან გაერთოს. ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი იყრის თავს, რომელიც ბავშვს შემდეგომ განვითარებაში ხელს უშლის. სამწუხაროდ, არასწრულწლოვანს მდგომარეობის შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მას არ აურჩევია სად იზრდება. ანუ პასუხისმგებლობა იმაზე როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვის მდგომარეობა არის  ოჯახზე, საზოგადოებაზე და რა თქმა ხელისუფლებაზე“, - ამბობს Unicef-ის  სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი. 

 

თინა ბაუმი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს საქართველოში სოციალური დაცვის სისტემაში ძალიან ბევრი ხარვეზია. მისი თქმით, ქვეყანაში ცალკეული სოციალური პროგრამები მუშაობს, მაგრამ სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს.

 

 

„საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევა სოციალური დაცვის სისტემის, როგორც ასეთი სრულფასოვანი სისტემის არ არსებობაა. ჩვენ გვაქვს სოციალური დაცვის პროგრამები როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. ეს პროგრამები არის წერტილოვანი, ანუ დამდგარ ფაქტზე იძლევა რეაგირების საშუალებას, თუმცა, არ იძლევა პრევენციის და ოჯახის გაძლიერების საშუალებას, რაც არის აუცილებელი კომპონენტი კარგი სოციალური დაცვის სისტემის. რა თქმა უნდა, სიღარიბესთან ბრძოლა მარტო სოციალური დაცვით შეუძლებელია. აქ მნიშვენელოვანია სხვა ისეთი კომპონენტები როგორიცაა ,კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა  და ა.შ. “, - განმარტავს თინა ბაუმი.

 

 „კომერსანტის“ კითხვაზე არის თუ არა ეფექტური ის სოციალური დაცვის სოციალური დაცვის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს Unicef-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი გვპასუხობს:

 

 „საქართველოში ერთ-ერთი სოციალური დაცვის პროგრამა არის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ღარიბ ოჯახებს ფულის სახით ეხმარება, ჩვენ რომ ვილაპარაკოთ პროგრამის ეფექტიანობაზე უნდა დავინახოთ სისტემის კონტექსტში, რა შედეგები გვინდა დგებოდეს. თუ ჩვენი მიზანია ის, რომ ოჯახი ამოვიდეს სიღარიბიდან, გაძლიერდეს და ა.შ. ამას სხვანაირი მიდგომები სჭირდება. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს რომ ბავშვთა სიღარიბე არის პრიორიტეტი და შესაბამისად,  გადაწყვეტილებების მიმღებებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. უნდა დაიგეგმოს ისეთი პოლიტიკა და შემუშავდეს ისეთი სტრატეგია,რომელიც ამ პრობლემას სხვადასხვა კუთხიდან დაინახავს. მაგალითად, რა გამოწვევებია განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ პროგრამებში, დასაქმებაში, ეკონომიკურ ზრდაში და მთლიანობაში შეხედოს ამ ყველაფერს. როცა შეთანხმდები სისტემით რა მიზანს გინდა მიაღწიო, მერე უფრო ადვილია ილაპარაკო ეფექტიანობაზე. ჩვენ ვიცით, რომ  აღნიშნულ პროგრამას სიღარიბის შემცირებაზე აქვს გავლენა. ოჯახი ფულად დახმარებას, რომ არ იღებდეს, მათი სიღარიბის მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იქნებოდა. მაგალითად, თუ დღეს ბავშვების სიღარიბე არის 7 პროცენტი, იქნებოდა -13. თუმცა, ეს არის ერთი პროგრამა და რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, აუცილებელია მასშტაბური მიდგომა“, - აცხადებს თინა ბაუმი.

 

 აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 442 112 იყო.  ეს რიცხვი 2019 წლის დეკემბერში 14 739 ადამიანით შემცირდა და 422 970 შეადგინა. საარსებო შემწეობას საშუალოდ ქვეყნის მოსახლეობის 12 პროცენტი იღებს.

 

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2019 წელს


 

 იანვარი - 129 766 ოჯახი 442 112 ადამიანი

 

თებერვალი- ოჯახი 130 808 ადამიანი 446 150

 

მარტი- ოჯახი 131 856 ადამიანი 451 132

 

აპრილი- ოჯახი 133 592 ადამიანი 458 543

 

მაისი- ოჯახი 135 700 ადამიანი 467 284

 

ივნისი- ოჯახი 131 719 ადამიანი 457 697

 

ივლისი- ოჯახი 127 547 ადამიანი 445 591

 

აგვისტო- ოჯახი 123 319 ადამიანი 433 522

 

სექტემბერი- ოჯახი 121 237 ადამიანი 428 608

 

ოქტომბერი- ოჯახი 118 668 ადამიანი 422 970

 

ნოემბერი- ოჯახი 116 111 ადამიანი 416 396

 

დეკემბერი- ოჯახი 119 528 ადამიანი 427 373

 

 

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს

 

 

იანვარი - 132 016 ოჯახი 456 634 ადამიანი

 

თებერვალი- ოჯახი 131 500 ადამიანი 453 849

 

მარტი- ოჯახი 131 119 ადამიანი 453 103

 

აპრილი- ოჯახი 130 750 ადამიანი 451 538

 

მაისი- ოჯახი 130 389 ადამიანი 449 886

 

ივნისი- ოჯახი 130 154  ადამიანი 449 091

 

ივლისი- ოჯახი 125 678  ადამიანი 429 169

 

აგვისტო- ოჯახი 121 025 ადამიანი 413 853

 

სექტემბერი- ოჯახი 121 107 ადამიანი 417 065

 

ოქტომბერი- ოჯახი 121 345 ადამიანი 418 351

 

ნოემბერი- ოჯახი 126 667 ადამიანი 434 525

 

დეკემბერი- ოჯახი 127 818 ადამიანი 435 450

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up