საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს

საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს

access_time2022-11-29 16:30:20

 

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი  კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში განხილულია საქართველოს შრომის ბაზარი და მისი ინდიკატორები 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში 2017-2021 წლებში.

 

კვლევის მიხედვით, 2017-2021 წლებში ახალგაზრდების ჩართულობა შრომის ბაზარზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა და დროთა განმავლობაში უარესდებოდა. 2017-2019 წლებში შრომის ბაზარზე ახალგაზრდების არასახარბიელო მდგომარეობა 2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა.

 

აღნიშნულ პერიოდში, ახალგაზრდების წილი საქართველოს ზრდასრულ (15+) მოსახლეობაში 13-14% იყო. ამავე პერიოდში დასაქმებული ახალგაზრდების წილი ყველაზე დაბალი იყო 2021 წელს  - 8.5%, რაც 4.1 პროცენტით ჩამოუვარდებოდა 2017 წლის მაჩვენებელს.

 

2017-2019 წლებში 15+ ასაკის უმუშევარი ახალგაზრდების წელი, COVID-19-ის კრიზისის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წელს უმუშევარი ახალგაზრდების წილი 16.2%-ი იყო, ხოლო 2021 წელს  - 18.4%-ი.

 

COVID-19-მა 2019-2021 წლებში 9.4%-დან 6.1%-მდე შემცირდა დასაქმებული ახალგაზრდების წილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2017-2019 წლებში უმუშევრობა საქართველოში 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ახალგაზრდებში უმუშევრობა იზრდებოდა.

 

ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 2020 წელსაც 11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა  და 2021 წელს - 4 პპ-თი.

 


„ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის სწრაფი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები, რაც მათ შედარებით დაუცველს ხდის პანდემიასა და მის გამო გამოწვეული რეგულაციების მიმართ. ამასთანავე, ახალგაზრდები, ზრდასრულებთან შედარებით, როგორც წესი, უფრო ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს. ეს, შესაძლოა, დამატებითი მიზეზი იყოს ახალგაზრდების უმუშევრობის შედარებით მაღალი დონისა,“ ნათქვამია კვლევაში.

 

გაანალიზებულ პერიოდში უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად შრომის ბაზარზე აქტიური ახალგაზრდების რაოდენობაც შემცირდა.

 

ეს მაჩვენებელი 2017 წელს 207 312 იყო, 2021 წელს - 129 718 (შემცირდა 37.4%-ით). გარდა ამისა, ახალგაზრდების დასაქმების დონე 2021 წელს 18%-ამდე შემცირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 18 პპ-ით ჩამოუვარდება.

 

შეიძლება ითქვას, რომ 2017-2019 წლებში ახალგაზრდების შრომის ბაზრის მაჩვენებლები უარესდებოდა, ხოლო, 2020-2021 წლებში COVID-19 პანდემია მაჩვენებლების გაუარესების დამატებითი ფაქტორი გახდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ მუშაობენ და არ სწავლობენ 2.1 პპ-ით გაიზარდა და 2021 წელს 26.8% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს.

 

 

2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 15-24 ასაკობრივი ჯგუფში NEET (ის ჯგუფები, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს) მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ სომხეთზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. მეტიც, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მაღალი იყო.

 

2021 წელს ყველაზე მეტი ახალგაზრდა (21.7%) „საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტში“ იყო დასაქმებული. ასევე, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც „სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალურ უსაფრთხოებაში” მუშაობდნენ (+5.6 პპ).

 

2020-2021 წლებში, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკების პოზიციებზე დასაქმებული ახალგაზრდების წილი 26.1%-იდან 13.6%- მდე შემცირდა. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2021 წელს, მომსახურებისა და გაყიდვის სფეროებში დასაქმებული ახალგაზრდების წილმა გადააჭარბა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკების პოზიციებზე დასაქმებული ახალგაზრდების წილს. ამასთანავე, წამყვანი სამუშაო პოზიციების წილი გაიზარდა, თუმცა სხვა დანარჩენი პოზიციების წილი 15.8%-დან 13.6%-მდე შემცირდა.

 

 

 

 

 

 

 

 


თეგები:
უმუშევრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up