საქართველოში ყოველი ახალშობილი 4 ათას ლარზე მეტი ვალით იბადება

საქართველოში ყოველი ახალშობილი 4 ათას ლარზე მეტი ვალით იბადება

access_time2018-06-29 18:00:00

„მთავრობა ერთი წლით ადრე გეგმავს რამდენი ვალი უნდა აიღოს და რამდენს უნდა შეადგენდეს  ეს  როგორც ნომინალში, ისე ეკონომიკასთან მიმართებაში. სახელმწიფო ვალი დაუგეგმავად არ გაიზარდა. ვალის ზრდა ყოველთვის ცუდი პრაქტიკაა და რაც ნაკლებია მით უკეთესია. მთავრობა ვალებს  ძირითადად რამდენიმე მიმართულებით იღებს, ერთ-ერთია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ხარჯები  ეს შეფასება ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა  „კომერსანტთან“ მთლიანი საგარეო ვალის ზრდის შეფასებისას გააკეთა. 


ხორგუაშვილის შეფასებით, საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე არ არის, მაგრამ ფულის სესხების ტემპი მაღალია:  


„ნომინალში რომ ვნახოთ, არასდროს არაფერს არ  გვეტყვის ვალი. ეკონომიკასთან (მშპ-ს თან) მიმართებაში ვალი არის 43-44 % . ხუთი წლის წინ სამთავრობო ვალი მშპ-სთან  34 %  იყო. მკვეთრი ზრდაა ბოლო პერიოდში.  ეს მეტწილად უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა განაგრძობს ვალის სწრაფი ტემპით აღებას. ეს ყველაფერი მოქმედებს  ქვეყნის რეიტინგებზე, გადახდისუნარიანობაზე და საკრედიტო მდგომარეობაზე. ვალი მშპ-სთან მიმართებაში უნდა იყოს დაბალ ზღვარზე. რადგან ეს არის სიგნალი ინვესტორებითვის. ისეთი ტემპებით, რითაც ვალის აღების მიმართულებით მივდივართ, ჩვენ კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. შეიძლება  ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვიღუპებით, მაგრამ იზრდება ვალი მშპ-სთან მიმართებაში, რაც ცალსახად უარყოფითია. საშუალოდ ყოველი ახალშობილი იბადება 4,5 ათას ლარზე მეტი ვალით. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ვალის შემცირებაზე.“  




აქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია.


 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 57.0 და 9.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.



ეროვბული ბანკის მონაცემებით სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 297.7 მლნ აშშ დოლარი (718.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 824.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი) და 892.2 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.7 პროცენტი).







ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up