საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

access_time2019-10-23 10:15:17

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული პირველი კვლევა წარადგინა.


22 ოქტომბერს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე “რესპუბლიკაში” ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაციის (AI Georgia) პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიზნესისა თუ სახელმწიფოსთვის, ბიზნეს პროცესების გამარტივებისა თუ უსაფრთხოებისთვის.ასოციაციის მიზანია ასევე, იმ კვლევების ხელშეწყობა, რომელიც საქართველოში ამ პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საშუალებას იძლევა.


პირველად საქართველოში, ახლადდაფუძნებულმა AI Georgia-მ წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევა, რომელსაც ქართული ხელოვნური ინტელექტის Digital Mind-ის შემქმნელი, გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელებს. მან  დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის უნიკალურობა, ამოცანები, მიზნები.
ამის პარალელურად, მან დაინტერესებული მეცნიერები კვლევაში ჩართვისთვის მოიწვია.


კერძოდ, ის მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრად-სტრუქტურული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. გამოყენებული იქნება ახლებური "ღრმა სწავლების" მეთოდები, როგორიც არის იერარქიული ყურადღების მექანიზმით აღჭურვილი ნეირული ქსელები. მსგავსი პროგრამები ხშირად მოთხოვნადია კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარკეტის კვლევაში, რადგან მათი აპლიკაციები მოიცავს მსგავს პროცესებს, როგორიც არის ავტომატიზირებული პროდუქტის ინფორმაციის ანალიზი (მაგალითად,ინტერნეტის დიდი ნაწილიდან ყველა პროდუქტის და მათი ინფორმაციის მოპოვება).


ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული პოტენციალი მიმოიხილა და უნივერსიტეტში მიმდინარე ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.


სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ეპოქაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ დაიწყოს მსოფლიო ტრენდის კვალდაკვალ სვლა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი,აუცილებელია საჯარო და კერძო სტრუქტურების მიერ, AI-თ დაინტერესებულიახალგაზრდების წახალისება და ამ მიმართულებით განათლების ხელშეწყობა, რაც ე.წknowhow-ს გაზრდის და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიო დონეზე დავიკავოთ მოწინავე პოზიციები.



გაცხადებული მიზნისთვის, AI Georgia პირველი იქნება, რომლებიც BTU-ს სიმბოლურად 2500 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელსაც თავის მხრივ უნივერსიტეტი დამატებითი მოტივაციისთვის სწორედ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადასცემს.


ღონისძიება შეაჯამა AI Georgia-ს სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი ბერიძემ, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელია. მან დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის. ირაკლი ბერიძემ ახალგაზრდა მეცნიერის, გიორგი ჩახნაშვილის კვლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.



ირაკლი ბერიძე: “ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება. გამომთვლელი მანქანების სისწრაფის მასიურმა ზრდამ, მონაცემთა სიმრავლემ და ალგორითმების ხელმისაწვდომობამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გააფართოვა მისი დიაპაზონი. ამ ტექნოლოგიის პოტენციალს უკვე იყენებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, ფინანსური, კომუნიკაციების, უსაფრთხოების და მრავალი სხვა სექტორი. ისინი მას ეფექტურობის გასაზრდელად, რესურსების ოპტიმიზაციისთვის, ხარჯების შესამცირებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტი ასევე გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლადაც ეფექტური კონტრიბუტორია და მრავალი პროექტი ინერგება ამ სფეროშიც.


ამავდორულად, ხელოვნური ინტელექტი ბევრ რისკთან ასოცირდება, როგორებიცაა მისიკრიმინალების მიერ გამოყენება ან სამუშაო ადგილების პოტენციური ჩანაცვლება ან დაკარგვა. ამ ტექნოლოგიის მთლიანი პოტენციალის გაგება, სარგებლის მაქსიმიზაციისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა ძალზედ მნიშვნელოვანია”.


„კომერსანტი“




15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up