საქართველოში ხახვი ისევ ძვირდება. EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, 2022 წლის დეკემბრის პირველ კვირას, ხახვის ფასმა კილოგრამზე 1,20 ლარიდან 1,40 ლარამდე მოიმატა. მოთხოვნის მატება ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსების შემოდინებამ გამოიწვია.
ანალიტიკოსების პროგნოზით ხახვზე ფასის ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია, რადგან ადგილობრივი მარაგი არასაკმარისია, იმპორტი კი თავისთავად იმოქმედებს ფასებზე. იპმორტის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი უმსხვილესმა მწარმოებელის თურქეთის გადაწყვეტილებაა, რომელმაც საკუთარი ბაზრის შესანარჩუნებლად ხახვის ექსპორტი მთლიანად აკრძალა.
ქართველი ფერმერი მიიჩნევენ, რომ ფასები კიდევ გაიზრდება და ხახვს სწორედ ამ დროისთვის ინახავენ. ეს ფაქტორი ფასებზე დამატებით ცუდ გავლენას ახდენს.
მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, საქართველოში იმპორტირებული იყო 27 ათასი ტონა ხახვი