საქართველოში წელს შვიდი უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

საქართველოში წელს შვიდი უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

access_time2018-07-12 14:50:57

მიმდინარე წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შვიდმა დაწესებულებამ დაკარგა, მათ შორის, ორი პროფესიულ კოლეჯად გადაკეთდა, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.


კერძოდ, მათი ცნობით, შპს ინტერბიზნესის აკადემიამ თავად თქვა უარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და პროფესიული კოლეჯის სახით განაგრძობს საქმიანობას. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგანმანათლებლო კავშირმა „საზოგადოება ცოდნა“.


ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე უარის თქმისა და პროფესიული კოლეჯის სახით საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ასევე, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA -იმ. პროცესი 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.


უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის გარეშე დარჩა შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიაც, რომელმაც არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თავად მოითხოვა ავტორიზაციის გაუქმება. არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას, შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს და შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს. გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გარეშე დარჩა შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელიც, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი საავტორიზაციო პროცესის გავლაზე.



უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გარეშე დარჩენილ დაწესებულებებში ჯამში 1 244 სტუდენტი სწავლობდა.


შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომების გაცემის უფლების მოსაპოვებლად 29 უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციის ხელახლა გავლა უწევს. 2018 წლიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადრე მოქმედი სამი სტანდარტის ნაცვლად, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი შვიდი სტანდარტით უწევთ ავტორიზაციის გავლა. თუ ადრე უნივერსიტეტები მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსის ნაწილში მოწმდებოდნენ, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ გეგმას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს და მათ მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას. ასევე ფასდება ორგანიზაციული მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.


დღეს საქართველოში 66 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას ექვსი წლის ვადით მოიპოვებენ.


1tv.ge










ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up