საქართველოში წელს გარგარის ფასი რეკორდულად მაღალია - ფერმერებს მოსავლის 50-80% გაუნადგურდათ

საქართველოში წელს გარგარის ფასი რეკორდულად მაღალია - ფერმერებს მოსავლის 50-80% გაუნადგურდათ

access_time2021-04-24 18:00:34

აპრილის ბოლოს, თბილისში, აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ძირითადად იმპორტირებული ხილი და ასევე, ადგილობრივი წარმოების შარშანდელი ვაშლია წარმოდგენილი. EastFruit გუნდმა ფერმერებს სთხოვა, შეეფასებინა წელს გარგარისა და ატმის მოსავლიანობა. როგორც გაირკვა, საქართველოში ატმის კარგი მოსავალია , გარგარი კი საგაზაფხულო ყინვების გამო დაზარალდა.

 

გურჯაანელი ფერმერების შეფასებით, მარტის ყინვებმა, წელს გარგრის მოსავლის დაახლოებით 50-70% გაანადგურა.

 

აღსანიშნავია, რომ გარგრის მოსავალი დიდწილად დაიკარგა უზბეკეთში და ასევე, ყინვის გამო ტაჯიკეთში. სიტუაცია საკმაოდ რთულია ევროკავშირშიც. საფრანგეთში აცხადებენ, რომ საუკუნოვანი ყინვის გამო, გარგრის მოსავალი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. შესაბამისად, გარგარი ძვირი იქნება მთლიანად რეგიონში.

 


კახეთში, კერძოდ გურჯაანში, ხილისა და მათ შორის, გარგრის მწარმოებელი დავით ხუციშვილი ამბობს, რომ მისი მოსავლის 70% განადგურდა. ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფერმერი ვალერი ტურაშვილიც, რომელსაც გარგრის ბაღი გურჯაანში 1,5 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. მან მოსავლის 80% -ზე მეტი დაიკარგა. კიდევ ერთი დაზარალებული გურჯაანელი ფერმერი ბესარიონ გიოშვილია, რომელიც 2 ჰექტარიდან 10 ტონა გარგარს მიიღებს, ეს მაშინ, როდესაც 40 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებოდა.

 

სანამ ბაზარზე ადგილობრივი ხილი გამოჩნდება, მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ იმპორტირებული გარგარი, ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებაც სუპერმარკეტებში 20-30 ლარია. ხოლო საბითუმო ბაზარზე იგივე ხილი 12-13 ლარად იყიდება .

 

ეს მაშინ, როდესაც EastFruit– ის მიერ გასული წლის მონიტორინგის თანახმად, საქართველოში გარგარის საშუალო საბითუმო ფასი იყო 3,6 ლარი იყო.


წყარო: bpn


თეგები:
გარგარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up