საქართველოში წარმოებული იაფფასიანი სადეზინფექციო საშუალებები სტანდარტებს არ შეესაბამება

საქართველოში წარმოებული იაფფასიანი სადეზინფექციო საშუალებები სტანდარტებს არ შეესაბამება

access_time2020-09-11 10:00:09

რა შემადგენლობისაა და გვიცავს თუ არა covid 19-ისგან ბაზარზე არსებული ანტისეპტიკური ხსნარები, რომელსაც სრულიად მოსახლეობა ყოველდღიურად დეზინფექციისთვის ვიყენებთ? რატომ ვლინდება ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც აუცილებელია ზედაპირებისა და ხელების სწორედ ამ ხსნარებით დამუშავება?

 

ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშუალებების თითქმის 80 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა. მათი 90 პროცენტი კი ეთილის სპირტით მზადდება. მაღალი ხარისხის ანტისეპტიკური ხსნარის მისაღებად, რომელიც კოვიდის კლასის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, სპირტის, გლიცერინის და წყალბადის ზეჟანგის გარდა, მრავალ სხვა ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს. სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში გამოხდილ წყალში გაზავებული სპირტით და გლიცერინით შექმნილი პროდუქცია იყიდება, რომელიც covid 19 -ს ვერ უმკლავდება.


მიუხედავად იმისა, რომ 96%-იანი სპირტი დღეს საკმაოდ ძვირადღირებულია, თითოეულ ჩვენგანს უნახავს და შეუძენია ქსელებსა თუ მარკეტებში იაფფასიანი ანტისეპტიკური ხსნარები, რაც ეჭვს ბადებს მათ შემადგენლობასა და ეფექტურობაზე. მათი უმრავლესობა კი ქართული წარმოებისაა.

 

რამდენად საჭირო პროცენტობითა და შემადგენლობით ხდება ამ პროდუქციის წარმოება უცნობია, რადგანაც ჩვენი ინფორმაციით მას შემდეგ,  რაც დაავადებათა კონტროლის მიერ კონკრეტულ საწარმოს ანტისეპტიკური ხსნარის წარმოების ლიცენზია მიეცემა,  არ ხდება მისი შემოწმება იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მეწარმე სერთიფიკატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ხოლო პროდუქტის მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე ბევრი მათგანი ცდილობს არსებული სიტუაცია კომერციული სარგებლის მისაღებად გამოიყენოს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი რამაზ გახოკიძე კომერსანტთან აღნიშნავს, ბაზარი გაჯერებულია გაურკვეველი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ანტისეპტიკური ხსნარებით და ამბობს რომ ბაზარზე ამ ეკოლოგიური კუთხით სრული ანარქიაა. 


 

სადეზინფექციო საშუალებები რამდენიმე ჯგუფად იყოფა -  ანტისეპტიკური დანიშნულება აქვს წყალბადის ზეჟანგს, ქლორს, იოდსაც. ზოგში მეტალები შედის, ტუტეები, სპირტები ალდეჰიდები. მე უპირატესობას ვანიჭებ მცენარეული წარმოშობის პრეპარატებს -გულყვითელასა და გვირილას ექსტრაქტზე დამზადებულებს მაგრამ ეს რთულია. ახლა იმდენი ანტისეპტიკური საშუალება გაჩნდა ბაზარზე და მათი რეგისტრირება ისე ხდება, არავინ იცის როგორ მზადდება, შეიძლება მუშაობს, შეიძლება არა. ის რაც აუცილებელია თითქოს ამ ვისრუსთან გასამკლავებლად, ძალიან იოლი დსამზადებელია და ყველამ დაიწყო მათი შერევა. თვითონ ვაწყდები წინააღმდეგობას - ორ სადეზინფექციო საშუალებას ვარეგისტრირებ და ვერ დავნერგავ იმიტომ, რომ ბაზარზე გარკვეული გარიგებებით მილიონები კეთდება, ხდება ათასჯერ უკეთესი პროდუქტი რომ იყოს, ბაზარზე არ შეგატანინებენ. დაავადებათა კონტროლი აძლევს წარმოების ლიცენზიას ბევრ მწარმოებელს ანტისეპტიკურ საშუალებებზე, მაგრამ მერე არავინ არაფერს ამოწმებს. ადრე ყველა ბაზარს ჰქონდა საკუთარი ლაბორატორია  ახლა ეს ყველაფერი მოისპო, სრული ანარქიაა ეკოლოგიური თვალსაზრისით,  ამბობს ბიოქიმიკოსი.


როგორც ეპიდემიოლოგმა რუსუდან ხაჭაპურიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რამდენიმე ქართული წარმოების ანტისეპტიკური ხსნარის ფასი არ შეესაბამება მის შემადგენლობას.


„სანამ პანდემია დაიწყებოდა, 5-8 ლარამდე ღირდა სამედიცინო სადეზინფექციო სპირტი,  ახლა არ ვიცი. წარმოიდგინეთ რა მომგებიანია, ყველას მარტივი გასაკეთებელი ჰგონია ანტისეპტიკური ხსნარი, ხოლო რამდენად შეესაბამება ხსნარების კონცენტრაცია სტანდარტებს, ამის სამსახურები არსებობს. თითოეულ მეწარმეს ლიცენზიას აძლევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ანუ მისი გაყიდვა შეიძლება ქვეყანაში.  შემდგომ ხარისხის კონტროლი რამდენად არის ამ ანტისეპტიკური საშუალებების,  მაგას ვერ გეტყვით. იმპორტული ხსნარები კი რაც შემოდის და ბაზარზე გადის, წარმოუდგენელია ფილტრის გარეშე შემოვიდეს. მეც ვხედავ ქსელში ისეთ ანტისეპტიკურ საშუალებებს,  რომელიც ზოგი საეჭვო ფასი ღირს და დაფასოება პატარაა,“ - ამბობს ეპიდემიოლოგი.


ლიცენზიის გაცემის შემდეგ,  ხდება თუ არა ბაზარზე იმის კონტროლი, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს საწარმოები აუცილებელ სტანდარტებს და ხომ არ გამოვლენილა უხარისხო ანტისეპტიკური საშუალებების რეალიზაციის ფაქტი?  რამდენად მიეწოდება დაწესებულებებს ხარისხიანი საშუალებები და ერთხელ გაცემული დასკვნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ყველა სტანდარტი ხარისხში დაცულია? - ამ კითხვებით „კომერსანტმა“ უკვე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მათ პასუხს კი მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up