საქართველოში წარმოებული ჭკვიანი შემნახველი ყუთების გამოყენება უკვე შესაძლებელია

საქართველოში წარმოებული ჭკვიანი შემნახველი ყუთების გამოყენება უკვე შესაძლებელია

access_time2020-09-05 20:00:56

სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, მაღაზიებსა თუ სადგურებში ვიზიტისას ხშირად ბარგთან დაკავშირებული პრობლემა იქმნება, რადგან ასეთი დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის აღჭურვილი შემნახველი ყუთების დაცული სისტემით. 

სწორედ ამიტომ, Edison Tech Solution-ის გუნდმა გადაწყვიტა, საქართველოში დაემზადებინა ჭკვიანი შემნახველი ყუთები და ასე, შეექმნა იაფი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პირველ ასეთ ჭკვიან შემნახველ ყუთს, რომელსაც „ედისონის“ გუნდში „ლოქერს“ უწოდებენ, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ შეხვდებით. 

მისი დახმარებით, სენსორულ ეკრანზე შეძლებთ აირჩიოთ სასურველი ზომის ყუთი და შეინახოთ ბარგი/ნივთი დაცულად, სანამ შოპინგით იქნებით დაკავებული. აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა, როგორც Edison-ის დამფუძნებელი – გივი ბერიძე გვიყვება, საქართველოში, ამ კუთხით, აქამდე საკმაოდ მოძველებულ გადაწყვეტას ვიყენებდით:

„დღემდე ყველა იყენებდა ერთ სისტემას: რკინის ყუთებს, რომლებიც იღება/იკეტება რკინის გასაღებით. ამ შემთხვევაში, იმის გარკვევა, თუ რომელ ყუთში შეინახე შენი ნივთი, შესაძლებელია ყუთებსა და გასაღებებზე დატანილი ნომრით. ეს არის, ალბათ, წინა საუკუნის გადაწყვეტა, რომელიც უამრავჯერ დამტკიცდა, რომ ძალიან ცუდია, რადგან ეს გასაღებები იკარგება/ფუჭდება და ხშირადაა ისეთი სიტუაცია, როცა 1 გასაღები აღებს 2 ან რამდენიმე ყუთს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ჩვენ პრობლემის გადაჭრას მივუდექით თანამედროვე გზით. შეიქმნა ჭკვიანი ლოქერი, რომელიც იმართება ერთი სენსორული ეკრანით. ვიზიტორს შეუძლია ეკრანზე ნახოს, რომელი ყუთებია დაკავებული და რომელი თავისუფალი, თითის ერთი დაჭერით გააღოს შესაბამისი ყუთი და მოათავსოს თავისი ნივთი. ამის შემდეგ, ის იღებს PIN კოდსა და ბეჭდური სახით, QR კოდს. გასვლის წინ, თუ დაგავიწყდა სად შეინახე შენი ნივთი არც ეგაა პრობლემა, ასკანერებ კოდს და ლოქერი ავტომატურად გააღებს შესაბამის უჯრას, საიდანაც აიღებ შენს ნივთს. გარდა ამისა, ასეთი ტიპის გადაწყვეტა არის იდეალური საშუალება, რომლის მეშვეობითაც, პანდემიის პირობებში, საკურიერო/საფოსტო სერვისები ამანათსა თუ წერილს უსაფრთხოდ დაუტოვებენ ადრესატს. მიმღებს მიუვა შესაბამისი კოდი, რითიც შეძლებს კარადის გაღებას“, – ამბობს გივი ბერიძე. 


 ჭკვიანი ყუთები დიზაინის, მოწყობილობისა თუ პროგრამულ დონეზე მთლიანად „ედისონის“ გუნდის მიერაა შექმნილი? 
შეიძლება ითქვას, რომ ლოქერი სრულად წარმოებულია საქართველოში. Edison Tech-ში დაიხაზა პლატები, რომლებიც ამ ლოქერებს მართავენ და შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც ლოქერის მფლობელები აკონტროლებენ  პროცესს, ხოლო მომხმარებლები აღებენ. ხოლო ჭკვიანი შემნახველი ყუთების კარკასი ადგილობრივ საწარმოში შეიქმნა და შეიღება ჩვენ მიერ შექმნილი 3D მოდელის მიხედვით. საბოლოო ჯამში კი, მივიღეთ კიდევ ერთი ქართული პროდუქტი, რომელსაც პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, რადგან წარმოების ავტომატიზაცია მის ფასს საგრძნობლად აიაფებს, თუნდაც ჩინურ ბაზართან შედარებით.

 რა მნიშვნელობისაა ჭკვიანი შემნახველი ყუთების შექმნის პრეცედენტი ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის?ეს პროექტი, მსოფლიო ბაზარზე, გრანდიოზულ ტექნოლოგიურ სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ პროდუქტი რომელიც ჩინეთის ბაზარზე იყიდება, შეიქმნა საქართველოში, ბევრად ნაკლები დანახარჯებით ისე, რომ გასაყიდი ფასიც კი უფრო ნაკლებია მათ გასაყიდ ფასზე. ეს კი ნათლად ასახავს საქართველოს პოტენციალს, რომლის იდეასაც Edison Tech Solutions ატარებს. ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოება და ექსპორტი, რაშიც ხარისხითა და ფასით შევეჯიბრებით სხვა ქვეყნებს.

 იგეგმება, თუ არა სხვა სავაჭრო ცენტრებსა თუ მსგავს დაწესებულებებში საქართველოში წარმოებული ჭკვიანი ყუთების დამონტაჟება? „გალერია თბილისის“ გარდა, სად უნდა ველოდოთ თქვენს პროდუქტს უახლოეს მომავალში?

ლოქერი Galleria Tbilisi-სთვის შეიქმნა პანდემიამდე. ახლახან დავაანონსეთ მისი არსებობა და უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და დაწესებულებებში. ვფიქრობთ, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები, სადგურები და დაწესებულებები მალე შემოგვიერთდებიან და ერთობლივად გავხდით ამა თუ იმ ადგილის ვიზიტს უფრო კომფორტულს. ამ ეტაპზე გვსურს ქართულ ბაზარზე გავავრცელოთ ეს ტექნოლოგია, სამომავლოდ კი მის ექსპორტზე ვიმუშავებთ.

წყარო: MARKETER.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up