საქართველოში წარმოებული 10 პროდუქტი, რომელსაც უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით

საქართველოში წარმოებული 10 პროდუქტი, რომელსაც უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით

access_time2021-05-19 22:00:00

ადგილობრივი ექსპორტი იზრდება - საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 25,1%-ით მოიმატა.


2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1,198 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით გაიზარდა და 884.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.


ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (189.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (146.1 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (98.3 მლნ აშშ დოლარი).


2021 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 264.1 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 111.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 66.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი).


Top-10 პროდუქტი, რომელიც 2021 წლის 4 თვეში საქართველომ უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა:



სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 261,1 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან 22,3%)


ფეროშენადნობები - 111,4 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 21,5%)


ყურძნის ნატურალური ღვინოები - 66,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან 20,4%)

მინერალური და მტკნარი წყლები - 41,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 11,9%)

აზოტოვანი სასუქები - 36,5 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 0,2%)

თხილი და სხვა კაკალი - 29,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 103%)

სპირტიანი სასმელები - 29,3 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 23,3%)

ტრიკოტაჟის ნაწარმი - 23,1 მლნ დოლარი - (ზრდა წინა წელთან - 104,6%)

ოქრო - 18,7 მლნ დოლარი (კლება წინა წელთან - -36,4%)

ძვირფასი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15,4 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან - 249,7%)


BPN.GE

თეგები:
პროდუქტი



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up