საქართველოში წაბლის პირველი ბაღები გაშენდება

საქართველოში წაბლის პირველი ბაღები გაშენდება

access_time2020-10-22 19:00:10

სექტემბერ-ოქტომბერი წაბლის მოსავლის აღების დროა და ამ პერიოდში ის თბილისის ბაზრებში დიდი რაოდენობით იყიდება. ბოლო წლებამდე საქართველოში მას ძირითადად ტყეებში კრეფდნენ, იმის მიუხედავად, რომ წაბლის ხეს სოფლების ეზოებში ხშირად დაინახავთ.


კომპანია Georgian Chestnuts Export-ის დამფუძნებლის ლევან ბენაშვილის თქმით, აჭარაში და გურიაში წაბლის ბაღები არის, თუმცა, ძალიან მცირე რაოდენობით. ყველაზე გავრცელებულია წაბლი ზღვისპირა რეგიონებში, გურიაში და აჭარაში, ასევე ქართლში და კახეთში.


წაბლის ხე დიდხანს ცოცხლობს და ქართულ ტყეებში ხშირად დაინახავთ ისეთებს, რომელთა ასაკი ასეულობით წელია. თუმცა, ბოლო დრომდე დაბალი მოსავლიანობის გამო, ის ფერმერებისთვის და გლეხებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იყო. ძირითადად, ეს ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეულია რადგანაც, მაგალითად, ფაროსანა წაბლის ხეს ზიანს ვერ აყენებს.


წლების მანძილზე საქართველოში მოყვანილი წაბლის მცირე რაოდენობა ძირითადად შიდა ბაზარზე იყიდებოდა და უმნიშვნელო რაოდენობით მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა. თუმცა, 3 წლის წინ ვითარება შეიცვალა და მეწარმე ლევან ბენაშვილმა ამ პროდუქტის რუსეთში ექსპორტი დაიწყო. 2020 -ში პირველად ბოლო წლების მანძილზე წაბლის კარგი მოსავალი იყო და მეზობელ ქვეყანაში 200 ტონა გავიდა.



ქართულ ბაზარზე 1 კგ. წაბლი 3-3,5 ლარი ღირს.


პარალელურად ქობულეთში გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა, რომელიც საათში 3-5 ტონა წაბლს ამუშავებს. ლევან ბენაშვილის თქმით, ეს ერთადერთი ასეთი ტიპის საწარმოა რეგიონში, მათ შორის რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში. საწარმოში 15 ადამიანი მუშაობს.


2021 წელს Georgian Chestnuts Export -ის ხელმძღვანელი წაბლის ფქვილის წარმოების დაწყებას გეგმავს, რომელიც საბავშვო კვებაში ფართოდ გამოიყენება. თხილის და ნიგვზისგან განსხვავებით, წაბლი ქართულ სამზარეულოში არ გამოიყენება, თუმცა, შემწვარი და მოხარშული ის ძალიან პოპულარულია.


„ჩვენთან წაბლის პლანტაციები თითქმის არ არსებობს და ის ძირითადად ტყეებში, ველურ პირობებში იზრდება, თუმცა, არის რამდენიმე მაცივარი წაბლის შენახვისთვის. ბოლო წლებში ექსპორტიორები წაბლით დაინტერესდნენ, თუმცა, მცირე რაოდენობის გამო ეს მიმართულება ძალიან ნელა ვითარდება“, - განაცხადა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ.


თუმცა, Georgian Chestnuts Export ქართლში წაბლის ბაღის შექმნაზე აქტიურად მუშაობს, დასაწყისისთვის ჯერ 1 ჰექტარზე გაშენება იგეგმება.


East.fruit.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
წაბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up