საქართველოში ვისკისა და არყის იმპორტი 46%-ით გაიზარდა. „საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ $6.9 მილიონის არაყი და $6.5 მილიონის ვისკი შეიძინა.
წელს $3.3 მილიონით, საქართველოში ვისკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გაერთიანებული სამეფოა. $1.1 მილიონით მეორე ადგილზეა აშშ, ხოლო მესამეზე $1 მილიონით ლატვია.
მიმდინარე წელს საქართველომ რუსეთიდან არყის იმპორტში $1.6 მილიონი გადაიხადა. $1.2 მილიონის პროდუქცია შეიძინა უკრაინაში, ხოლო ლატვიას, რომელიც მესამე მსხვილი იმპორტიორია, $1 მილიონი გადაუხადა. არყის მსხვილი იმპორტიორია საფრანგეთიც ($578 ათასი).
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ $2.6 მილიონი ღვინის იმპორტშიც გადაიხადა. $892 ათასით ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში საფრანგეთია. $575 ათასი გადაუხადა საქართველომ ღვინოში იტალიას. $162 ათასის ღვინო შეიძინა საქართველომ რუსეთშიც.
წყარო: „ბიზნეს ფორმულა“