საქართველოში ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის გაძლიერების საკითხებს მსოფლიო ექსპერტები განიხილავენ

საქართველოში ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის გაძლიერების საკითხებს მსოფლიო ექსპერტები განიხილავენ

access_time2022-09-29 15:20:00

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ვეტერინარი პარაპროფესიონალების (ვეტერინარი- ტექნიკოსი) საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ WOAH-ს ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მერეკე ტაიტუბაევი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, რომელიც ასევე WOAH-ს დელეგატი და ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალური მდივანია, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობა და ვეტერინარი-ტექნიკოსების თანამედროვე მიდგომებით გადამზადება, რაც უმთავრესი წინაპირობაა ძლიერი ვეტერინარული სერვისების ჩამოყალიბებისთვის.



,,საქართველო არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში. აქ ვხედავთ, წარმატების ისტორიას, სადაც დანერგილია ჩვენი სტანდარტები. ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის შექმნა არის მთავარი ელემენტი ყველა საჭირო ვეტერინარული ღონისძიების ხელმისაწვდომობისთვის, არა მხოლოდ ცხოველების დასაცავად, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც“-აღნიშნა მერეკე ტაიტუბაევმა.


მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს საქართველოში არსებული ვეტერინარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმა და WOAH-ს გაიდლაინებთან დაახლოების პერსპექტივა.


შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up