საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე სანქციები მკაცრდება

საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე სანქციები მკაცრდება

access_time2020-07-01 11:35:42

საქართველოში უხარისხო ბენზინის, ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს – ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.


“გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში” თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.


აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, განცხადებით, დარღვევებზე, რომელიც ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს, სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.



“ბოლო წლების სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან შემოწმების შედეგად, საწვავში არაერთხელ დაფიქსირდა გოგირდის მაღალი შემცველობა და ოქტანობაც არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. რიგ შემთხვევებში საწვავში გოგირდის დონე 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო, ადამიანის ჯანმრთელობის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უახლოვდება საწვავის ხარისხია ევროსტანდარტს. სახელმწიფოს პასუხი თითოეულ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს.


შეგახსენებთ, რომ კომიტეტში, გარემოზე ტყვიის ზემოქმედების თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ 2020 აპრილის შემოწმებითაც მსგავსი დარღვევები მასობრივი იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ სანქციები არასაკმარისია და დაჯარიმებულ პირს უღირს ამ ჯარიმის გადახდა. გარემოს დაცვის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგში და, არასათანადო საკანონმდებლო რეგულციების პირობებში, ყოველთვის ვიმოქმედებთ სათანადოდ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


სტატისტიკური ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:2019 წლის ივნისში 88 ობიექტიდან აღებული 120 სინჯის შემოწმების შედეგად აღოჩენილ იქნა 33 დარღვევა;2019 წლის დეკემბერში 100 ობიექტიდან აღებული 150 სინჯის შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა 31 დარღვევა;2020 წლის აპრილში 23 ობიექტიდან აღებული სინჯების შედეგად აღმოჩენილ იქნა 14 დარღვევა დიზელის საწვავისთვის და 18 დარღვევა ბენზინის საწვავისთვის.


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

fortuna.ge


თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up