საქართველოში უმუშევრების ყველაზე დიდი ნაწილი შრომისუნარიან და აქტიურ მოსახლეობაზე მოდის

საქართველოში უმუშევრების ყველაზე დიდი ნაწილი შრომისუნარიან და აქტიურ მოსახლეობაზე მოდის

person access_time2016-05-30 09:00:51

გასულ წელს ბოლო 12 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.  2015 წელს უმუშევართა რიცხვი 2014 წელთან შედარებით 0.4 %-ით შემცირდა და 12% შეადგინა.

 

თუმცა, გაიზარდა დაუსაქმებელთა რიცხვი 20-დან 24-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. უმუშევართა რაოდენობამ ამ ასაკობრივ კატეგორიაში 32%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ამ სეგმეტშია.


20-დან 24-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სტუდენტები და ახალკურსდამთავრებულები შედიან. ამიტომ, საინტერესოა რა განაპირობებს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე შრომისუნარიანი და აქტიური ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე ნაკლებად არის დასაქმებული? ხომ არ არის მიზეზი სწავლების ხარისხი? ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა არაერთხელ განაცხადა,  რომ საქართველოს უნივერსიტეტები პოტენციურ უმუშევრებს უშვებენ.


სტატისტიკა საინტერესოა კიდევ ერთი მიმართულებით: საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უფრო მეტი დასაქმებულია 15-დან 19-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვიდრე 20-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანებში. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 26,2%-ია უმუშევარი. ასაკის მატებასთან ერთად, უმუშევრობის მაჩვენებელიც იკლებს.

HR პროფესინალთა გილდიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ლილი ბიბილაშვილის შეფასებით, 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის 32%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ბიბილაშვილი რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოყოფს.


მისი თქმით, ერთი მხრივ, ამ ასაკის ადამიანების კვალიფიკაცია, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად მისაღებია კომპანიისთვის, მეორე მხრივ, დიპლომის აღების შემდეგ  ამ ასაკის ახალგაზრდებს აქვთ ამბიცია, რომ მაღალ პოზიციებზე დასაქმდნენ და დამწყებ თანამშრომლად მუშაობა არ სურთ. 



ბიბილაშვილი კონკრეტული სპეციალისტების სიჭარბეზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ბაზარზე პრობლემას მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა ქმნის.


„ამდენი ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებული არ სჭირდება ბიზნესს. როდესაც კურსდამთავრებულთა 90%  არის მენეჯერი, ამდენი ადგილი ბიზნესში უბრალოდ არ არის. ამასთან, არსებობს დაწინაურების პრობლემა. რეალურად სამუშაო პროცესი ასეთი უნდა იყოს: იწყებ მუშაობას, ვითარდები, წინაურდები და შემდეგ გადიხარ პენსიაზე. ჩვენთან პენსიაზე გამსვლელთა რიცხვი ფაქტობრივად არ არის. მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანების ასაკი მაქსიმუმ 45 წელია და მათი ჩანაცვლება არ ხდება. ეს გამოიწვია იმან, რომ ერთი პერიოდი სამსახურში ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდების აყვანა და მათი სწრაფი დაწინაურება მოხდა. მათი ჩანაცვლება კი ასაკის გამო ვერ ხდება“,- აცხადებს ლილი ბიბილაშვილი.


HR პროფესიონალთა გილდიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართულ საქართველოში, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლები წუხან, რომ ვერ შოულობენ სამსახურს, მეორე მხრივ, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ მათთვის სასურველ კადრებს.


ლილი ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, კერძოდ: სასწავლებლებმა ის სპეციალობები უნდა გაააქტიურონ, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკა ითხოვს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის და საინჟინრო მიმართულებები.  მეორე მხრივ, უნდა გააქტიურდეს პროფორიენტაციის მიმართულება, რომ ბაღისა და სკოლის ასაკიდანვე ბავშვებმა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი მომავალი პროფესიის შესახებ.


საკონსულტაციო ორგანიზაცია „ინსორსის“ მენეჯერი მედეა ტაბატაძე  კი მიიჩნევს, რომ 20-დან 24-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის 32%-იანი მაჩვენებელი მაღალი არ არის, რადგანაც ამ პერიოდში ახალგაზრდები ძირითადად სწავლით არიან დაკავებული და სამუშაოს შეთავსება უჭირთ.


რაც შეეხება კონკრეტული ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა სიჭარბეს, მედეა ტაბატაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები ირჩევენ იმ პროფესიებს, რომლებში დასაქმების შანსი მაღალია.


„რომელი ბიზნესიც ქმნის ყველაზე დამაჯერებელ და უსაფრთხო დამსაქმებლის სტატუსს, ამ მიმართულებებს ირჩევენ სტუდენტებიც. ყველაზე სტაბილური ამ შემთხვევაში არიან ბანკები, ამიტომ ახალგაზრდებიც ამ მიმართულებებს ირჩევენ. იმის გამო, რომ მარკეტოლოგები და ფინანსისტები სჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, ახალგაზრდებიც ირჩევენ ამ მიმართულებებს. არ არის პოპულარული სხვა პროფესიები“,- აცხადებს მედეა ტაბატაძე.


მისივე შეფასებით, მეორე მხრივ, ძალიან მაღალ მოთხოვნებს აყენებენ ორგანიზაციები, რაც სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს მუშაობის დაწყების შესაძლებლობას ართმევს. მედეა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც გამონაკლისები ბანკები არიან და ისინი სტუდენტებს დასაქმებისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობას აძლევენ.

 

 

 

 



ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up