საქართველოში უმუშევრები შემწეობას მიიღებენ? – რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს

საქართველოში უმუშევრები შემწეობას მიიღებენ? – რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს

person access_time2017-03-22 16:30:51

პროფკავშირებმა საქართველოს მთავრობას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფულადი შემწეობის დანიშვნის ინიციატივით მიმართა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ "პირველს" განუცხადა, რომ მათ მთავრობას აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, და ასევე კანონპროექტი წარუდგინეს პარლამენტს.

 

მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მისი მიღების პერიოდში მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც მომავალში შესაძლოა უმუშევრები დარჩენენ, ფულადი კომპენსაცია მიიღონ.

 

"ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მთავრობას, ტავისი დასაბუტებით, კანონპროექტის აღწერით. გასულ წელსაც გვქონდა საუბარი, რომ შეეტანათ სამოქმედო გეგმაში ეს მოთხოვნა. არსებობს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, ორჯერ განახლდა და ორჯერვე მოვითხოვეთ, რომ მასში შეტანილი ყოფილიყო ეს პროექტი, თუმცა ეს არ განხორციელდა. კანონპროექტი ახლაც პარლამენტშია, თუმცა მას ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენი მოთხოვაამ რომ ახლა მომუშავე ადამიანებს, მინიმუმ, 6-8 თვემდე მიეცეთ ეს თანხა, თუკი ისინი მომავალში დარცებიან უმუსევრდა, ანუ, ეს გულისხმობს, რომ როცა კანონი ძალაში შევა, იმ მომენტში ვინც მუშაობს, მათ გარკვეული თანხა მიეცემათ და არა სრულიად უმუშევრებს. დასაქმებული ადამიანები ისედაც იხდიან 20%-ს საშემოსავლო გადასახადს და მისგან უამრავი რამ ფინანსდება ქვეყანაში, თუმცა არ ფინანსდება უმუშევარი ადამიანების შემწეობა. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ მათ ჰქონდეთ უმუშევრობის შემწეობა",-განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივით პროფკავშირებს მათთვის არც მიუმართავთ. მეტიც, როგორც "კომერსანტთან" საუბრისას უწყების შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია აცხადებს, სამინისტროში ეს საკითხი საერთოდ არც განიხილება.


 

"უმუშევრობის შემწეობის საკითხი არც სამმხრივ კომისიაზე არ განხილულა. უმუშევრობის შემწეობა არის შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკა, ჩვენ კი ამას აქტიურ პოლიტიკას ვუპირისპირებთ, რაც გულისხმობს სამუშაოს მაძიებლების გადამზადებას. ეს პრაქტიკა ჩვენ 2015 წელს დავნერგეთ და ეს არის ის, რასაც ევროკავშირში უპირატესობას ანიჭებენ", - განუცხადა "კომერსანტს" ელზა ჯგერენაიამ.

 

უმუშევრობის შემწეობა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშია. მუშაობის პერიოდში დასაქმებული სადაზღვევო კომპანიაში ხელფასის გარკვეულ რაოდენობას იხდის, სამსახურის დაკარგვის შემდეგ კი ხელფასის დაახლოებით 50-70-%-ს იღებს. უმუშევრობის კომპენსაცია-შემწეობის თანხა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობით და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გაიცემა.

 

 

 

 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up