„ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მტკივნეული ფარმაციაა, რომელსაც წლების განმავლობაში არაფერი არ ეშველა``

„ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მტკივნეული ფარმაციაა, რომელსაც წლების განმავლობაში არაფერი არ ეშველა``

access_time2018-08-02 09:00:00

„მედიკამენტებზე ფასების რეგულირება ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ხდება. მოგების 1000 %-იანი მარჟა, როგორც წესი, დიდ მწარმოებლებს აქვთ. საუბარია, იმათზე, ვინც ორიგინალურ პრეპარატეს აწარმოებენ. ასეთ დროს კონკრეტული პრეპარატის შექმნაში მილიონიბით ინვესტიცია იდება. ასეთი მწარმოებელი სულ რამდენიმეა მსოფლიოში. დისტრიბუტორებს კი არამგონია მოგების ამხელა მარჟები ჰქონდეთ,“  ეს შეფასება ფარმაცევტული კომპანია „ინნოვას ხელმძღვანელმა დავით ებრალიძემ  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადების შემდეგ გააკეთა. პარლამენტარმა  გადაცემა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, რომ ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიას 1000%-იანი მოგების მარჟა აქვს დაწესებული და თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტების ფასზე პირდაპირი რეგულაციები დაწესდება, ეს ბიზნესს არ დააქცევს.



„ინნოვას ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ არის ქვეყნები, სადაც ფასები ფიქსირებულია და კომპანია ზედა ზღვარის იქით ფასს ვერ დააწესებს . თუმცა, არის ქვეყნები, სადაც  პროცესი ღიაა. ებრალიძე აცხადებს, რომ ორივე ფორმას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.


თუმცა დავით ებრალიძის განცხადებით, საქართველოში უმჯობესი იქნება თუ აქცენტს მედიკამენტების ხარისხზე, კონტროლზე გააკეთებენ და არა ფასზე. 


„კომერსანტი“ ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული ლიდერი კომპანიების შეფასებებითაც დაინტერესდა. თუმცა, მათმა უმრავლესობამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მაგალითად, „ავერსში“  განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.  


GPC-ის სააფთიაქო ქსელში კი  მიესალმებიან საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამიზნულ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას.


„მზად ვართ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში. ვაფიქსირებთ, რომ ნახსენები 1,000%-იანი ფასნამატი ჩვენს ქსელში არ ყოფილა და არ იქნება. ვთვლით, რომ თუ რომელიმე ფარმაცეტულ კომპანიას აქვს თუნდაც ამასთან მიახლოებული ფასნამატი, ეს მიუღებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ GPC-ის ფინანსური მაჩვენებლები გამჭვირვალეა, ყოველთვიურად ქვეყნდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. მაგალითად, 2017 წლის განმავლობაში ჩვენი მარჟა შეადგენდა 24.5%-ს, ხოლო წმინდა მოგება 4.7%-ს„-აცხადებენ  GPC-ში. 

 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არათუ დროულია, არამედ ცოტა დაგვიანებულიცაა, რადგან ამის გაკეთება გაცილებით უფრო ადრე შეიძლებოდა. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრობლემა დღეს არ იარსებებდა.



ბერაძის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მტკივნეული და სენსიტიური მიმართულება ფარმაციაა, რომელსაც წლების განმავლობაში არაფერი არ ეშველა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციები არ ხორციელდება.



„სახელმწიფო ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობას არ ღებულობს, ამიტომ ყველა კერძო კომპანია თავის ფასს აწესებს. ეს კომპანიები ერთმანეთთან შეთანხმებულები არიან კარტელური გარიგების გზით და დემპინგით მუშაობენ. ასე, რომ არავითარი საერთო ამას ჯანსაღ კონკურენციასთან არ აქვს,“-აცხადებს ბერაძე.



მისი ინფორმაციით, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ საცალო და საბითუმო ფასები ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. როგოც ბერაძე განმარტავს, თუ დაწესდება ყველა ის რეგულაცია, რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია, ქვეყანაში წარმატებულ ჯანდაცვის სისტემას მივიღებთ.



როგორც ბერაძე აცხადებს, განვითარებულ ქვეყნებში დაწესებულია ფასის ზედა ზღვარი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევად კი ითვლება, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას 5-10 პროცენტიანი მოგების მარჟა აქვს.



შეგახსენებთ, ფარმაცევტული კომპანიების მაღალ მარჟაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქმის კურსის ეთერში განაცხადა. მისი ინფორმაციით,ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიას 1000%-იანი მოგების მარჟა აქვს დაწესებული და თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტების ფასზე პირდაპირი რეგულაციები დაწესდება, ეს ბიზნესს არ დააქცევს.



ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიას 1000%-იანი მოგების მარჟა აქვს დაწესებული და თუ შეუმცირდებათ ის 100%-იანზე, ან თუნდაც 20%-ზე, არ მგონია ამით ბიზნესი დაიქცეს. მეორეც, თუ ეს კომპანიები აქედან წაგებულ თანხას იმ მედიკამენტებს წაუმატებენ, რომელიც რეალურად ბიოდანამატია და სიცოცხლისთვის აუცილებელ და ჯანმრთელობის გადამრჩენ მედიკამენტს არ წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს დიდი პრეტენზია არ გვექნება. პირიქით, ხელს შევუწყობთ მას, თუ რა თქმა უნდა, ბაზარი აიტანს ამ ფასს, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.



მისივე განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიები 23-დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან.



„სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს - ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს.



ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 23-დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან. ეს აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. თუკი ტენდენცია შენარჩუნდება და ასორტიმენტი გაფართოვდება, მაშინ პირდაპირი რეგულირების აუცილებლობა აღარ იქნება, მაგრამ თუ ტენდენცია ვერ შენარჩუნდა, მაშინ რეგულირება აუცილებელია,“-აღნიშნა ზოიძემ.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up