საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

access_time2020-06-04 17:20:31

„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 და 2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელი, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება. 2011-2012 წლებში სიღარიბის დონე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2013-2015 წლებში კი - 8.4 პროცენტული პუნქტით. 2015 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 2.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


„საქართველოში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველა კატეგორიაში,“- ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.

რომან გოცირიძე UNICEF-ის მონაცემებს ეყრდნობა. UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა. 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პენსიონერების წილის 1.7%-დან 3.7%-მდე, ბავშვების წილის კი 2.5%-დან 6.8%-მდე ზრდა დაფიქსირდა. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძე განცხადებაში მონაცემებს სწორად ასახელებს, 2020 წელს, 2017 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით, სიღარიბის ზრდაზე მითითება არამართებულია. მით უმეტეს, ამ დროისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018-2019 წლის მონაცემი უკვე ცნობილია, რომლის თანახმადაც დასახელებულ პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირდა. ამასთან, რომან გოცირიძემ პრემიერის განცხადება შეაფასა, როგორც სიცრუე, რაც სიმართლეს ასევე არ შეესაბამება.


29 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. დისკუსიის ერთ-ერთი თემა, სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იყო. ოპოზიცია სიღარიბის ზრდაზე, პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა კი სიღარიბის შემცირებაზე აპელირებდა.

 


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „რა თქმა უნდა, სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%-ზე მეტი, დღეს საქართველოში სიღარიბე არის 19.5 %. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოშ შემცირდა 2-ჯერ. გარდა ამისა, 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5 %-მდე“.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯმდომარე რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მიმართა, რომ მისი განცხადება იყო სიცრუე. ამასთან, შეახსენა, რომ სიღარიბის ზრდის გამო, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოხსნეს. „გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველა კატეგორიაში: ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. 2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5 %, 2017-ში გახდა 6.8%. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015-ში იყო 1.7 %, 2017-ში გახდა 3.7 %. მთლიან მოსახლეობაში უკიდურესი სიღარიბე 2015 წელს იყო 2.5 %, 2017-ში 6.8 % გახდა. ამის შემდეგ განახლებული მონაცემები არ არსებობს“.

 

საქსტატის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის[i] ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. 0-17 წლამდე კატეგორიაში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 34.7%-დან 24.4%-მდე შემცირდა.

 

ჩვენ გავაანალიზეთ, ქვეყანაში სიღარიბის დონის ცვლილების მხრივ, რა ტენდენცია იკვეთება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა, 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ეს 2011-2015 წლებში იყო. 2011-2012 წლებში სიღარიბის დონე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2013-2015 წლებში კი - 8.4 პროცენტული პუნქტით. 2015 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 2.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

 

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე ორჯერ არის შემცირებული. მსოფლიო ბანკი სიღარიბის მაჩვენებელს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს და ის საქსტატის მონაცემებთან ზუსტ თანხვედრაშია.


რომან გოცირიძე განცხადებაში UNICEF-ის მონაცემებს ეყრდნობა. UNICEF „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება). UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც გაზრდილია.


2017 წელს 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში, ზოგადი სიღარიბის დონე ასევე გაზრდილია. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 18.4%-დან 21.7%-მდე, პენსიონერების წილი 15%-დან 17.6%-მდე, ბავშვთა სიღარიბე 21.7%-დან 27.6%-მდე გაიზარდა.

 

Factcheck.ge





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up