საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 86,32% რუსებზე მოდის - BD-GROUP

საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 86,32% რუსებზე მოდის - BD-GROUP

access_time2023-02-09 12:30:23

რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ. ამის შესახებ Lenta.ru  წერს BD-GROUP-ის ექსპერტებზე დაყრდნობით.

 


ექსპერტების შეფასებით, გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით რუსების მოთხოვნის წილი 86,32 %-ით განისაზღვრა.  2021 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 0,16%-ით არის გაზრდილი.

 


საქართველოში სახლის ყველაზე აქტიური მყიდველების სიაში მეორე ადგილს იკავებენ კლიენტებმა დსთ-ს ქვეყნებიდან 6,65% (-1,81% 2021 წელთან შედარებით). ამასთან, მათგან მოთხოვნის საერთო რაოდენობა გაორმაგდა წლის განმავლობაში, 177%-ით.

 



პირველ სამეულს ხურავენ მყიდველები აზიის ქვეყნებიდან, რომელთა მოთხოვნის წილი 2022 წელს 5,41 % იყო. 2021 წელს იგივე მაჩვენებელი 3,79%-ის დონეზე იყო. ექსპერტების თქმით, აზიის მაცხოვრებლების მხრიდან საქართველოში ბინის ყიდვისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად, წლის განმავლობაში 404%-ით, ანუ ხუთჯერ გაიზარდა.

 


სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით 253,%-ით გაიზარდა. მათი აზრით, კლიენტები ამ ქვეყანას ირჩევენ კომფორტული კლიმატის, ბიზნესის დაწყების მარტივი სისტემისა და უცხოელებისთვის სამუშაოზე შეზღუდვების არარსებობის გამო. ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ექსპერტებმა გამოარჩიეს ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები - ამ ქვეყნებში, მათი თქმით, საქართველო აქტიურად რეკლამირებულია, როგორც საინტერესო საინვესტიციო ბაზარი.

 


BD-GROUP-ის დამფუძნებელი დარია ბოროდინა ამბობს, რომ რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. ძირითადი მოთხოვნა, ახალ შენობებზეა.

 


„უცხოელებსა და რუსებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ისინი ერთდროულად ყიდულობენ რამდენიმე და უფრო მაღალი დონის ობიექტს,“- აცხადებს ბოროდინა.

 

 

თებერვალში BD-GROUP-ის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თურქეთში მყოფიმა რუსეთის მოქალაქეებმა  საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა დაიწყეს. მათი თქმით, 2022 წელს საქართველოში მყოფი რუსების მხრიდან საცხოვრებელზე მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით 4,5-ჯერ გაიზარდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up