ინვესტიციები, რომლებიც თხილის ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება, მკვეთრად გაიზარდა

ინვესტიციები, რომლებიც თხილის ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება, მკვეთრად გაიზარდა

access_time2021-06-09 19:00:12

თხილის შარშანდელი სეზონი საქართველოში წარმატებული აღმოჩნდა როგორც მოსავლის, ისე ხარისხის კუთხით.  ფაროსანას შემოსევისგან დაზარალებულმა დარგმა აღდგენა მოახერხა და თხილის მოსავალმა 5-წლიან მაქსიმუმს, 33 000 ტონას მიაღწია.

 

ფერმერები დღეს უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. მიმდინარე წელი პლანტაციების მივლის თვალსაზრისითაც გამოირჩევა - როგორც ჩანს, ქართველმა ფერმერებმა ხარისხის განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, ვინაიდან მაღალი ხარისხი მეტ შემოსავალს ნიშნავს.

 

მოსავლის ზრდასთან ერთად თხილის საბითუმო ფასებიც მატულობს - 2019 წელთან შედარებით 1 კგ. პროდუქტი 12%-ით გაძვირდა - გარჩეული თხილის ღირებულება 5,7-დან 5,8 დოლარამდე, ხოლო გაურჩევლის - 2,2-დან 2,4 დოლარამდე გაიზარდა.

 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარის მერაბ ჭითანავას თქმით, ამ სეზონის მოსავალი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს ზღვარი არაა, და ზრდა გრძელდება. ის ყურადღებას ასევე ახალი სეზონისთვის უპრეცედენტოდ აქტიურ მზადებაზე, კერძოდ, სასუქების გამოყენებაზე ამახვილებს.

 

ეს სამომავლოდ კიდევ უფრო მაღალი მოსავლის იმედს იძლევა. სავარაუდოდ, 2021 წელს მოსავალი ახალი პლანტაციების და უკეთესი მოვლის ხარჯზე კიდევ გაიზრდება.

 

2016 წლიდან საქართველოში თხილის ახალი პლანტაციები 5000 ჰექტარზე გაშენდა და, სტანდარტული პროდუქტიულობის მიხედვით, ეს წელიწადში დამატებით 7-13 ათას ტონა მოსავლის მიღებას ნიშნავს. ახალი პლანტაციების უმრავლესობიდან მოსავლის აღება სწორედ 2021 წელს დაიწყება.

 

შესაბამისად, დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ წლევანდელი მოსავალი  ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დიდი და ხარისხიანი იქნება.


 

EastFruit-ის გათვლებით, თუ საქართველო თხილის ხარისხში ინვესტიციებს არ გაზრდის, ქვეყანა ახლო მომავალში საშუალოდ წელიწადში 80 მლნ. დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ამიტომაც ამ მიმართულებით აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

რაც შეეხება ფასებს, ამ მხრივ მოლოდინები არაერთგვაროვანია - ქართული თხილის 90% ექსპორტზე გადის, და ამიტომაც ფასები საერთაშორისო კონიუნქტურაზეა მიბმული. საერთაშორისო ბაზარზე კი კონკურენცია იზრდება.

 

თხილის საერთაშორისო საბჭოს ინფორმაციით, 2021-2022 წლების სეზონზე თხილის გლობალური მოსავალი 1,3 მლნ. ტონას გადააჭარბებს - ძირითადად თურქეთში, ჩილეში, აზერბაიჯანში, ირანში, ჩინეთში, და ესპანეთში წარმოების ზრდის გამო.

 

მეტოქეობა იმდენად გამძაფრდა, რომ თხილის ბაზრის უპირობო ლიდერის, თურქეთის საექსპორტო მაჩვენებლები  2020 წელს შემცირდა - რაოდენობის კუთხით 12,1%-ით, თანხობრივად კი - 4,1%-ით. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში თხილის წარმოების 60% სწორედ თურქეთზე მოდის.

 

ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული - კონკურენტი ქვეყნები პროდუქტს უფრო იაფად ყიდიან, ხოლო ევროპის საკონდიტრო წარმოება ბოლო წლებში უპირატესობას ნუშს ანიჭებს, რომელიც თხილზე მნიშვნელოვნად იაფია.

 

თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე ზრდადი კონკურენციის პირობებში და მოთხოვნის შემცირების რისკის მიუხედავად, პროდუქტის ხარისხზე ყურადღების გამახვილება სწორი სტრატეგიაა - მოთხოვნა რომც შემცირდეს, ხარისხიანი თხილის გაყიდვა უფრო ადვილიცაა და მომგებიანიც.

 

საქართველოსთვის ასევე პერსპექტიული მიმართულებაა თხილის გადამუშავება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტის ანდრეი იარმაკის თქმით, ევროპაში და ამერიკაში მოთხოვნა ჯანსაღ და ნატურალურ კვებაზე სწრაფად იზრდება, და ამ პირობებში ძალიან დიდი პერსპექტივა ქართულ ჩურჩხელას აქვს.

 

„გარკვეული ძალისხმევის შედეგად ჩურჩხელა შესაძლოა მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული და მოდური გახდეს - ეს პროდუქტი ხომ ჯანსაღი კვების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - მიიჩნევს ექსპერტი.

.

 წყარო: east-fruit.com

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up