საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება

access_time2019-04-16 10:50:06

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო რესტორნის და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და შპს მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას დირექტორი მაია წერეთელი მოაწერენ. ღონისძიება  სასტუმრო „თბილისი მერიოტში" გაიმართება.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.



კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.


GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up