საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი VATEL-ი სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი VATEL-ი სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს

access_time2021-05-05 18:20:00

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი პირველ სტუდენტებს 2022 წლის იანვარიდან მიიღებს.


პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში გაიხსნება.


მისი განცხადებით, სასწავლებელმა ავტორიზაცია განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღო.


„საწყის ეტაპზე სტუდენტებს პროფესიული და მაგისტრატურის საფეხურზე მივიღებთ, სამომავლოდ უკვე ბაკალავრიატის დამატებასაც განვიხილავთ,“ - აცხადებს ჯანაშვილი.


მისივე თქმით, სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მოსამზადებელი, სასწავლო პროგრამა პარლამენტის განკარგულებით უკვე დამტკიცდა.



„ამაზე მუშაობდა განათლების ხარისხის ცენტრიც, ჩვენი მეშვეობით ჩაერთო Vatel-იც და საერთაშორისო ექსპერტებიც, ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ქვეყანას საჩუქრად გადაეცა,“ - აცხადებს ჯანაშვილი.


კითხვაზე, რა ეღირება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურიზმის სასწავლებელში სწავლა, ჯანაშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ამ ეტაპზე განსაზღრული არ არის. თუმცა, უკვე შესაძლებელია იმის დაანონსება, რომ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა ფასი იქნება.


პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.


შეგახსენებთ, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.


Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის 2018 წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად იქნა აღიარებული.


Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს პარიზში გაიხსნა. პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა.


1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს — ნიმესში, 1994 წელს — ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.


business-partner.ge

თეგები:
VATEL



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up