რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

access_time2022-07-05 16:00:39

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია.


კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის შესაძლებლობა 16 წლიდან ნებისმიერ ადამიანს ექნება.


„ამ ეტაპზე მუშაობა მიდის ფრანგულ პროგრამაზე, რომელმაც აკრედიტაცია უნდა გაიაროს, საკმაოდ ბევრი დეტალია შესათანხმებელი, როგორც საფრანგეთის ასევე საქართველოს განათლების სამინისტროებთან. სწორედ ამ იურიდიულ, ტექნიკურ და ბიუროკრატიულ დეტალებს გავდივართ, წესით ძალიან მალე უნდა მოგვარდეს ყველაფერი და ჩვენი გეგმებით სასწავლებელს მალე გავხსნით. სავარაუდოდ სტუდენტებს მომავალ წელს ან მაქსიმუმ 2024 წელს მივიღებთ. მართალია მიმდინარე წელს როგორც ვგეგმავდით მაგისტრატურაზე და ბაკალავრიატზე სტუდენტებს ვერ მივიღებთ, თუმცა პროფესიული სასწავლების და ტრეინინგების ნაწილი გვინდა ავამუშაოთ, რაც სავარაუდოდ წელს მოხდება და ამ მიმართულებით ბევრი დაინტერესებული ადამიანი გვყავს“,  ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.


მისი პროგნოზით, ტურიზმის სექტორის განვითარების პარალელურად და ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე, სასწავლებელზე მოთხოვნა მაღალი იქნება როგორც საქართველოში, ასევე უცხოელი სტუდენტების მხრიდან.



„დარწმუნებულები ვართ, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, რადგან ტურიზმის სექტორი ვითარდება და ამ სფეროში კარგი კადრების დეფიციტია. რაც შეეხება სწავლის ღირებულებას, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის განსხვავებული იქნება. ადგილობრივ სტუდენტებს შეღავათიან პირობებს შევთავაზებთ, რომ როდესაც დასაქმდებიან, შემდეგ თავისი ხელფასიდან გადაიხადონ სწავლის საფასური, ეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას.


ეს იქნება ფრანგული უნივერსიტეტი და მოთხოვნა არის არამარტო ქართველებისგან, არამედ უცხოელი სტუდენტებისგანაც, რადგან საქართველოში შესაძლებელი იქნება პირდაპირ ფრანგული დიპლომის აღება, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე იგივე დიპლომის აღება თუნდაც საფრანგეთში. ჩვენთან შესაძლებელი იქნება უფრო იაფად სწავლა და ცხოვრება, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტუდენტისთვის ყოფნა ბევრად იაფია“,  განმარტავს ჯანიაშვილი.


პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს საქართველოსა და სომხეთში საქმიანობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up