საქართველოში ტურისტები ყველაზე ნაკლებ ინტერესს რაჭა-ლეჩხუმის მიმართ იჩენენ

საქართველოში ტურისტები ყველაზე ნაკლებ ინტერესს რაჭა-ლეჩხუმის მიმართ იჩენენ

person access_time2016-06-18 12:13:24

საქართველოში მალე ცხელი ტურისტული სეზონი გაიხსნება. აღნიშნულ მიმართულებას რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია, თუმცა, ამ სექტორს ზრდის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს. 

 

„მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,95-ითაა გაზრდილი, ხოლო ტურისტების, ანუ მათი, ვინც 24-საათი და მეტი რჩება საქართველოში, 24,3%-ით. 

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია და ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, დადებითი მაჩვენებელია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15,3% შეადგინა. ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა და ზრდა იყო 8,3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში და 16,2%-ით გაზიარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში და თითქმის 6,8%-ი შეადგინა, მაგრამ პოტენციალი ბევრად დიდია“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

 

რა მოლოდინები აქვთ  ტურისტულ კომპანიებს და დარგის სპეციალისტებს მიმდინარე სეზონზე? 


„შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი განმარტავს, რომ  წელს გასული წლისგან განსხვავებით  ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. თუმცა, არც იმის საშიშროება არსებობს, რომ ტურისტები არ იქნებიან. როგორც მთის რეგიონებში, ასევე საზღვაო კურორტებზე უკვე საკმაოდ ბევრი ჯავშნები არსებობს. 


მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ახალი სასტუმროები გაიხსნა ბათუმში და მის შემოგარენში (სარფიდან მოყოლებული ქობულეთის ჩათვლით). 


თაბაგარი ამბობს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა  სამთო კურორტებზე. მათ შორის  თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ზემო სვანეთში, აჭარის მთიანეთში.  მისივე ინფორმაციით ტურისტები ყველაზე ნაკლებ ინტერესს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონზე იჩენენ.  


თაბაგარი განმარტავს, რომ შედარებით პრობლემებია სათავგადასავლო ტურიზმის  მიმართულებით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ არ არსებობენ ბილიკების, მარკირების, პროფესიონალი, სერთიფიცირებული  სამთო გამყოლები. ამას კი როგორც თაბაგარი ამბობს, თავად შემომყვანი ტუროპერატორებიც აღნიშნავენ. 


თაბაგარის თქმით, ერთის მხრივ უკეთესი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ იზრდება ტურისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება, თუმცა, მეორეს მხრივ პრობლემა ჩნდება - საკმაოდ გაზრდილი ტურისტების რაოდენობა უდრის კურორტებზე დანაგვიანების რაოდენობას. 


„არ ხდება ნარჩენების გამოტანა. ძალიან დიდი თავშეყრაა მყინვარწვერზე. შარშანდელი მონაცემებით, რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა. იმის გამო, რომ არ არის ტუალეტები და ნაგავსაყრელები, ეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. ამას თავად ტურისტებიც აღნიშნავენ. წლების წინ ეს არ იგრძნობოდა იმიტომ, რომ ცოტა ხალხი დადიოდა, ახლა კი ძალიან მძაფრად იგრძნობა, რადგან ბევრმა ხალხმა დაიწყო სიარული. იგივე შემიძლია ვთქვა ზემო სვანეთზე, რაშიც ტურისტებს ვერ დავადანაშაულებთ. უფრო მუნიციპალიტეტის პრობლემაა, რადგან დასუფთავების სამსახურები  მაღალ დონეზე ვერ/არ მუშაობენ. მდინარეები და ხევები ნაგვსაყრელებად არის გადაქცეული,“ - აცხადებს თაბაგარი. 


ტურისტული კომპანიები 



 გამოკითხული ტურისტული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ წელს, საქართველო უცხოელ ტურისტებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 

ტურისტული კომპანია „ნონსტოპ თრეველის“  წარმომადგენელი თეონა ჩხუტიაშვილი ამბობს, რომ წელს ყველაზე მეტად მოთხოვნადი ზღვისპირა  კურორტებია. დიდი ინტერესია დუბაიდან. მისი ინფორმაციით, კომპანია  ბაზარზე ახალი შემოსულია, აქედან გამომდინარე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოთხოვნას ვერ შეადარებს. 


ტურისტული კომპანია „ბენეტურის" ხელმძღვანელი ლიკა გუგუშვილი ამბობს, რომ წლევანდელი სეზონი სავარაუდოდ დამაკმაყოფილებელი აქტივობით ჩაივლის. მისი თქმით, ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება რუსეთიდან, თუმცა დიდია ინტერესი ევროპის ქვეყნებიდანაც. 


ტურისტული კომპანია „ინტერკონტინენტალის" ხელმძღვანელი ნინო მახვილაძეც ამბობს, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ზაფხულს ზიკას ვირუსმა შესაძლოა, ევროპას შეუტიოს. მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი კი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში და კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

 

როგორც მახვილაძე ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების ნებისმიერი საშუალება. აქედან გამომდინარე, აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას, შესაძლოა, ქართულ ტურიზმზე გარკვეული ნეგატიური გავლენა მოეხდინა. მახვილაძის თქმით, როდესაც მსგავსი საფრთხის შემცველი პროცესები ხდება, ტურისტები ყოველთვის თავს იკავებენ გადაადგილებისგან. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ ამ დროისთვის იმის თქმის საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ამის გამო თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან, ან მომავალში შეიკავებს.   


აჭარა 


როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, სიახლეები შეეხება როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებას, ასევე სერვისის გაუმჯობესება. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 28 მაისს გახსნა.


როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ", სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

 

 გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში.

 

 ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს.


საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.


სიღნაღი 


სიღნაღში ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი აცხადებს, რომ რაიონში ტურისტული სეზონი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, გასული წლისგან განსხვავებით ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ზრდა კი უმეტეს წილად რუს და უკრაინელ ტურისტებზე მოდის. ჯანიკაშვილის ინფორმაციით, თუ ასე გაგრძელდა, მიმდინარე სეზონს სიღნაღი ძალიან კარგი შემოსავლით დაასრულებს.


ჯანიკაშვილის ინფორმაციით, ქალაქში უკვე დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები - შეიცვალა გარეგანათება, ამუშავდა საათი, რომელიც 6 წელი არ მუშაობდა, მოეწყო ახალი სკვერი, შეკეთდა ქვაფენილები, ტროტუარები და ა.შ. სიღნაღის გამგებელი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება ახალი ტურისტული ბილიკი, რომელიც ქალაქს სიღნაღის გალავანთან აკავშირებს. ბილიკი 2007 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.


სიღნაღის გამგებელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 37 საოჯახო სასტუმრო მოქმედებს, ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქმა ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მიიღოს. 

 

ტურისტების რაოდენობის ზრდაზე და კიდევ უფრო დადებით მოლოდინებზე საუბრობენ სიღნაღში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები. ლაშა პაპაშვილის სასტუმრო „კაბადონში" ამბობენ, რომ წელს გასული წლისგან განსხვავებით საგრძნობლად გაზრდილია რუსი და აზერბაიჯანელი ტურისტების რიცხვი. 


ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ თემურ ჭყონიას სასტუმრო "სოლომონი 1805-შიც". მათი ინფორმაციით, სასტუმრო ბაზარზე უკვე 6 წელია არის და მისი არსებობის ისტორიაში მსგავსი რაოდენობა არ ყოფილა (თუ არ ჩათვლით გახსნის პირველ წელს). სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ძირითადი ზრდა რუსი ტურისტების ხარჯზე მოდის. „უცხოელების და უფრო მეტად, რუსების რიცხვი წელს გასული წლებისგან განსხვავებით გაორმაგებულია"-აცხადებენ "სოლომონი 1805-ში. 



შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
access_time2021-04-19 22:30:00
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“...

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ
access_time2021-04-19 19:00:59
სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.   12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. რეალის ბოსი პრეზიდენტი იქნება, იუვეს ხელმძღვანელი და მანჩესტერის მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.   ლა...

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!
access_time2021-04-19 20:00:01
გასულ წელს ჩინეთმა  საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა,  რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-19 21:00:13
დღის top 10 საინტერესო ამბავი: რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან...

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-19 18:00:59
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 19 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up