„საქართველოში თიზ-ებს აზრი ეკარგება“ - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული კანონი და მთავრობის სურვილის არქონა

„საქართველოში თიზ-ებს აზრი ეკარგება“ - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული კანონი და მთავრობის სურვილის არქონა

access_time2021-04-16 15:00:41

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თიზ-ში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა, რომელშიც შედის: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესაბამისად, ყველა სხვა საქმიანობა თიზ-ში ნებადართულია და  მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია.

 

როგორც „კომერსანტთან“ თიზ-ების წარმომადგენლები აცხადებენ, მწარმოებელი კომპანიების მიმართ საგადასახადო უწყებას არ აქვს მოგების გადასახადის მოთხოვნა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა აუდიტის დეპარტამენტი მოკვლევის მიზნით უკავშირდება  საქართველოს თიზ-ებში რეგისტრირებულ სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათივე თქმით კანონი უკვე ძალიან მოძველებულია და ის ცვლილებებს საჭიროებს.

 


თიზ-ებში არსებულ პრობლემებს და სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინვესტორებთან მიმართებაში „კომერსანტთან“ ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და აღნიშნავს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება თიზ-ბში ინვესტორებს თვითონ უხდებათ, ამას კიდევ ემატება ის რაც ახლა ხდება, მოძველებული კანონი და გადასახადების კუთხით გაურკვეველი ვითარება, ამიტომ ინვესტორს ინტერესი აღარ უჩნდება.

 

„ჩვენს ქვეყანაში ინვესტორისთვის არ აქვს მნიშვნელობა თიზ-ში გააკეთებს ინვესტირებას თუ მის გარეთ, რადგან არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თვითონ უწევს სირბილი რომ გაიყვანოს კომუნიკაციები, გააკეთოს გზა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გაკეთებულია და ინვესტორმა მხოლოდ საწარმოს მშენებლობა უნდა უზრუნლველჰყოს, ზოგან შენობაც კი ხვდებათ და მხოლოდ ტექნიკით აღჭურვა სჭირდებათ. მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამაში ინვესტიციების განხორციელება არის თიზ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, დღეს ჩამოსულ ინვესტორს კი უწევს მიწა თვითონ იპოვოს, შემდეგ გზა გაიყვანოს, სხვადასხვა უწყებებში მოაგვაროს გაზის, წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა. გარდა იმისა, რომ ყველა პრობლემის მოგვარება თვითონ უხდებათ, ამას კიდევ ემატება ის რაც ახლა ხდება, მოძველებული კანონი და გადასახადების კუთხით გაურკვეველი ვითარება, ამიტომ ინვესტორს ინტერესი აღარ უჩნდება.

 

თიზ-ბი მაშინ იქმნება ქვეყანაში როდესაც ბიუროკრატიული გარემოა და ამის გაუმჯობესება გსურს, იმისთვის რომ ინვესტორი მოიზიდო, ისეთები რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებულები არიან. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს აზრი აქვს მაშინ როდესაც რაღაც ახალის დანერგვა გინდა და შეიძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს გაგიჭირდეს, რადგან რთული იყოს რეგულაციების შემოღება, ამ ახალი წესების შემოღება შეიძლება მარტივად მოხდეს თიზ-ებში და შემდეგ თუ გაამართლებს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გადაიტანო. თიზ-ების არსებობას მაშინ აქვს აზრი როცა მთავრობა ინოვარტორია, ძალიან გახსნილია, რადგან სხვა შემთხვევაში მას აზრი ეკარგება. რამდენად მზად არის ქვეყანა ინვესტიციების მოსაზიდად და რა პერსპექტივებს სთავაზობს კომპანიებს, ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გადაწყვეტილებას, ვერც კანონების დახვეწის მიმართულებით, ვერც რეგულაციების და განაცხადების დონეზეც, არავინ არც კი ამბობს, რომ ინვესტიციებს მოზიდვა და ამა თუ იმ კომპანიის დაინტერესება გვსურს“, - განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up