„საქართველოში თითქმის გამოშიგნულია სოციალური პოლიტიკა და  შრომის ბაზარი მთლიანად მიშვებულია თავისუფალი ბაზრის ნებაზე“

„საქართველოში თითქმის გამოშიგნულია სოციალური პოლიტიკა და შრომის ბაზარი მთლიანად მიშვებულია თავისუფალი ბაზრის ნებაზე“

access_time2019-05-24 13:00:37


„რეგულაციების ნაკლებობა თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს იმ სოციალურ უთანასწორობას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ადამიანებს, რომლებიც არიან ექსპლუატირებულები და ყიდიან სამუშაო ძალას, მონურ პირობებში უწევთ მუშაობა. უნდა გვყავდეს ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური, რათა გვქონდეს ხარისხიანი შრომის პირობები,“ - ამბობს დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი, რევაზ კარანაძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“. რევაზ კარანაძემ , გადაცემის წამყვან, ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ თავმჯდომარესთან  გიორგი ლომინაძესთან ერთდ საქართველოში არსებულ შრომის პირობებსა და ამ სფეროში რეგულაციების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„საქსტატის კვლევის შედეგებს დასაქმებისა და უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშნები უნდა დავუსვათ, ვინაიდან პრობლემატურად მიმაჩნია საქსტატის განსაზღვრება დასაქმებულობასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თვითდასაქმებული საქსტატის მიხედვით, არის ადამიანი, რომელიც ფლობს მიწას და ამით აღწერენ ისინი დასაქმებულობას. რაც ჩემი აზრით, მიუღებელია. მეთოდოლოგიურად არასწორია. საქართველოს შრომის ბაზარს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ კუთხით საკმაოდ ცუდია. საქართველოში თითქმის გამოშიგნულია სოციალური პოლიტიკა და  შრომის ბაზარი მთლიანად მიშვებულია თავისუფალი ბაზრის ნებაზე.


საკმაოდ დაბალია სახელფასო ბადე, ბევრი ადამიანი ხდება შრომითი მიგრანტი. ეს საკითხი ბევრ პრობლემას უქმნის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს, სადაც ექთნების ნაკლებობა გვაქვს. მაგალითად, გვყავს 28 ათასი ექიმი და 18 ათასი ექთანი. დაბალი ხელფასების გამო, ეს ადამიანები ხდებიან შრომითი მიგრანტები და იცვლიან პროფესიას. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ჰოსპიტალების, კლინიკების 95% პრივატიზებულია და მათ 1/3-ს საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია, ევექსი ფლობს. ფიქრობდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროს მასობრივი პრივატიზება გააუმჯობესებდა. თუმცა, პირიქით მოხდა, ექთნების ხელფასი 300-500 ლარამდე მერყეობს და ერთ ექთანზე საშუალოდ 11-ზე მეტი პაციენტი მოდის, როცა ევროპული სტანდარტებით უნდა იყოს 4. რეალურად, ეს ფაქტი მომსახურების დონის დაბალ ხარისხზეც მეტყველებს.



შრომის ინსპექციას საქართველოში მანდატი არ აქვს. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სფეროს გარდა, მშენებლობებზე იძულებულები არიან ადამიანები იმუშაონ გამომუშავებაზე. მაგალითად, ჭავჭავაძის N5 ნომერში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ იმავე მშენებლობაზე, ერთ-ერთი დაღუპულის 17 წლის შვილიც მუშაობდა  საბუთისა და ხელშეკრულების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა, ამ მავნე წრეზე დავდივართ ბოლო 25 წელია და აუცილებელია პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა.


ჩვენ ვართ ის პროფკავშირები, რომლებმაც  რეალური ორგანიზების ტაქტიკის გამოყენება დავიწყეთ. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე პროფკავშირს, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამბობს, რომ ასი ათასზე მეტი წევრი ჰყავს, ვფიქრობ, თუ წევრების ეს რაოდენობა ჰყავს, უფრო ეფექტური შედეგები უნდა დაედო აქამდე.  ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ ორგანიზება მომსახურების სფეროში, რომელიც არის ყველაზე დიდი და ზრდადი სფერო.  1-ლ მაისს გავერთიანდით და შევქმენით ახალი გაერთიანება. ჩვენი ორგანიზების შედეგია მაგალითად ის,  რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 30%-ით გაეზარდა ხელფასი მეტროს მემანქანეებს, რასაც  ხელფასების ზრდის  ჯაჭვრუი რეაქცია მოჰყვა. ახლა პარლამენტში  საკანონმდებლო პაკეტი შეგვაქვს, რომელიც შრომის დროის, დასვენებების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.


ამდენად, რეგულაციების ნაკლებობა თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს იმ უთანასწორობას, რაც დღეს გვაქვს. ადამიანებს, რომლებიც არიან ექსპლუატირებულები და ყიდიან სამუშაო ძალას, მონურ პირობებში უწევთ მუშაობა. უნდა გვყავდეს ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური, რათა გვქონდეს ხარისხიანი შრომის პირობები. კონკურენცია ჯანდაცვის სფეროს მაგალითზე, არ არის გარანტი იმისა, რომ ექთანს 40 პაციენტი არ ეყოლება.


როდესაც დასაქმებულებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი დამსაქმებელთან ასიმეტრიულ ურთიერთობაში არიან. დამსაქმებლებს აქვთ ძალაუფლება, რადგან დასაქმებულებს სოციალური გარემო არ უწყობთ ხელს, ჰქონდეთ არჩევანი. ჩვენ ნიჭიერ და ახალგაზრდა ადამიანებს არ ვუქმნით შრომის პირობებს საქართველოში. ეს ადამიანები კი ხდებიან შრომითი მიგრანტები და თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ საკუთარ სამშობლოში,“ - ამბობს რევაზ კარანაძე.


კომერსანტი





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up