საქართველოში თევზზე მოთხოვნა და ფასი საგრძნობლად გაზრდილია - სოფო დიასამიძე

საქართველოში თევზზე მოთხოვნა და ფასი საგრძნობლად გაზრდილია - სოფო დიასამიძე

access_time2022-09-27 10:00:22

„დატვირთული სეზონიდან გამომდინარე, წელს თევზზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო, შესაბამისად რა რესურსიც იყო ჩვენთან ამოიწურა, ფასიც ძალიან მაღალი იყო, 250 გრამამდე კალმახის ღირებულებამ 22 ლარი შეადგინა, ეს არის ჩასაბარებელი თანხა“ -  ამის შესახებ „კომერსანტს“ მეკალმახეობის ექსპერტმა და აჭარაში საკალმახეების  დამფუძნებელმა სოფო დიასამიძემ უთხრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თევზის ძალიან მაღალი, 99% -იანი  იმპორტი დაფიქსირდა.


„წელს როგორც მოთხოვნა ასევე თევზის ფასიც ძალიან მაღალი იყო, ერთი 250 გრამიანი კალმახის ფასი 22 ლარამდე გაიზარდა, მოთხოვნას მიწოდება ვერ  ეწეოდა, შესაბამისად საქართველოში თევზის იმპორტმა თითქმის 99%  შეადგინა, თევზის  ტრანსპორტირება  ძირითადად მეზობელი ქვეყნიდან ხდებოდა.

 

ჩვენ ასოციაციას ასევე აქვს საინკუბაციო საამქროც, წელს დაინახეს პოტენციალი და ბევრმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი წარმოება განავითაროს, რაც შეეხება ფასს ვფიქრობ, რომ ამხელა ფასი არ დარჩება, თუმცა ისეც  არ დაეცემა , რომ სექტორი წაგებაში გავიდეს, წელს მაღალი ფასი დეფიციტმა გამოიწვია“, - აღნიშნავს სოფო დიასამიძე.


დიასამიძის თქმით თევზის თვითღირებულების 70%  საკვებია, რომლის წარმოებაც საქართველოში არ ხდება და სექტორი მთლიანად იმპორტირებულ საკვებზეა დამოკიდებული. დიასამიძემ ასევე აღნიშნა, რომ 1 კონტეინერი თევზის ფასი მსოფლიო ბაზარზე საგრძნობლად გაძვირებულია.

 


„მოგეხსენებათ რომ თევზის თვითღირებულების 70% განპირობებულია საკვებით, რაც ქვეყანაში იმპორტირებულია და მის ფასზე მსოფლიოს ბაზარმაც იმოქმედა და მომწოდებლებმაც გაზარდეს  ფასი, თუ პანდემიის პერიოდში 1 კონტეინერი თევზის საკვების  შემოტანა პირობითად 20 000 ევრო ჯდებოდა,  ახლა სადღაც 32 000 ევრომდე არის გაზრდილი, ამიტომ ერთადერთ რისკი რჩება ის, რომ საკვების ფასი მაღალი იქნება, ეგ არის, რაც ჯერჯერობით ვერ მოგვარდა, ადგილობრივი წარმოება ჩვენ არ გვაქვს და ამაში  არავინ არ  არის დამნაშავე, საქართველოში არ არის თევზის იმხელა პოტენციალი, რომ ვინმემ საკვების წარმოება დაიწყოს, არავინ არ დაინტერესდება. თევზის საკვები, პოლონეთიდან, იტალიიდან,  გერმანიიდან შემოდის ძირითადად სამი კომპანია მუშაობს. 

 

მე  ვისურვებდი, რომ მსოფლიოში მშვიდობა ყოფილიყო და საქართველოშიამდენ ადამიანს ლტოლვილად ჩამოსვლა არ დასჭირვებოდა, მაგრამ იმდენი უკრაინელია შემოსული, რომ ამათ ხარჯზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, მათთან თევზისადმი ინტერესი უფრო მაღალია ვიდრე  ჩვენთან და ეს თევზის მოხმარებაზეც აისახა“, - აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

 

როგორც  დიასამიძემ  განმარტა, საქართველოში ადგილობრივი წარმოება თევზის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 3,5% - ს  აკმაყოფილებს დანარჩენი ბაზარს იმპორტირებული პროდუქტი მიეწოდება. მისივე თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს  პოტენციალი იმისა, რომ წარმოება გაზარდოს და დაახლოებით 5-6 წელიწადში  თევზის იმპორტი 40% - ით შეამციროს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი).



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up