„საქართველოში ტექ-ინდუსტრიაში საქმის კეთება უფრო ძვირი გახდა, ვიდრე შარშან“

„საქართველოში ტექ-ინდუსტრიაში საქმის კეთება უფრო ძვირი გახდა, ვიდრე შარშან“

access_time2022-11-11 11:00:00

„საქართველოში ტექ-ინდუსტრიაში საქმის კეთება უფრო ძვირი გახდა, ვიდრე შარშან“ - ამის შესახებ გადაცემა რედაქტ-2-ში Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მიწოდება საკმარისი არ აღმოჩნდა, რამაც ბაზარზე ცვლილებები გამოიწვია. ციკოლიას განცხადებით, გაიზარდა IT-სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაც.


„ბოლო ერთი წელი არის გადამწყვეტი ამ ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში. ამ პროცესში სამწუხარო ფაქტია, რაც ხდება ახლა უკრაინაში, თუმცა ამან თავისი გარკვეული წვლილი შეიტანა იმ კუთხით, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობდნენ როგორც უკრაინაში, ისე ბელარუსიაში და რუსეთში, მათ მოუწიათ ბიზნესების რელოკაცია საქართველოში.


ამან მოთხოვნა მიწოდების მარტივი ეკონომიკური ფორმულა დაარღვია, მოთხოვნა ბევრად სწრაფად გაიზარდა, მიწოდება საქართველოს ბაზარზე იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოთხოვნა იყო, არ აღმოჩნდა, რამაც რა თქმა უნდა ცვლილება გამოიწვია შიდა ბაზარზე. მოხდა გარკვეული მატება სახელფასო ანაზღაურების. საქართველოში საქმის კეთება ამ ინდუსტრიით უფრო ძვირი გახდა, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ამავდროულად ამან სტიმული მისცა სხვა ინდუსტრიებს, მათ შორის განათლების ინდუსტრიას და სხვებს, ბევრად უფრო დიდი დრო და ინვესტიცია დათმონ იმისთვის, რომ კადრები მოამზადონ“,-აცხადებს გიორგი ციკოლია.



Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომლის ოფისები 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქედან ერთ-ერთი უკვე საქართველოა. რეგიონული დირექტორის რანგში, გიორგი ციკოლია ლინეატის ბიზნესის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონული მასშტაბით.


„Lineate საქართველოს“ ოფისი მიმდინარე წელს დაარსდა და ამ ეტაპზე კომპანია 80-სზე მეტ ადამიანს ასაქმებს.


bm.ge






უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-07 16:47:23
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს.   სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:   საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში....


მსგავსი სიახლეები

up