„საქართველოში  „ტამიფლუ“ 96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია“ - სააფთიაქო ქსელების შეფასებები

„საქართველოში „ტამიფლუ“ 96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია“ - სააფთიაქო ქსელების შეფასებები

access_time2019-01-10 18:30:09

ე.წ „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო პრეპარატი “ტამიფლუ“ საქართველოში  საშუალოდ 68-100 ლარი ღირს.  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კი, მაგალითად  გერმანიაში „ტამიფლუს“ ფასი 5 ევროა, თურქეთში კი მისი შეძენა 20 ლარადაა (40 ლირა) შესაძლებელი. ამავე ინფორმაციით, რუსეთში „ტამიფლუს„ ფასი 45-50 ლარს შეადგენს. 


 „კომერსანტი“ დაინტერესდა, რალურია თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ტამიფლუს“ ფასებთან დაკავშირებით და   ღირს  თუ არა რეალურად „ტამიფლუ“ საქართველოში ძვირი?


დასაწყისისთვის აღსანიშნავია, რომ  ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდებს.” რაც შეეხება თავად კომპანიების პოზიციას: 


 ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ „ტამიფლუს“ ფასი 67 ლარს შეადგენს და მის იმპორტს  საქართველოში, მწარმოებელი კომპანია  „ჰოფმან-ლა როში“ წარმომადგენლობა  ახორციელებს. „ესენი გვაწვდიან მედიკამენტს და ფასწარმოქმნასაც ეგენი გვთავაზობენ. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. მათ კითხეთ ფასებზე“-განმარტავენ „ავერსში“.

 

როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს, პრეპარატტამიფლუს მწარმოებლისგან შესაძენი ფასი  67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს.  

 

 “ჯი-პი-სის” ვებ გვერდზე არსებული მონაცემებს მიხედვით ირკვევა,მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება 93.83 ლარია.  ასვე  აღნიშნულია,რომ მედიკამენტებს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით შეიძენენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანარჩენ დეტალებზე ხვალ, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ.

 

 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში „ტამიფლუს“ ფასი ნორმალურია.  სხვადასხვა ქვეყნებში  1 კაფსულის საშუალო  ფასი  4-8 დოლარს შეადგენს,10 კაფსულა კი 40-80  დოლარი გამოდის.

 

იგივე ამერიკის ბაზარი, იქ ტამიფლუს ფასი 48 დოლარიდან 123 დოლარამდე მერყეობს.



 

„თურქეთში თუ იაფია, ეს არ არის შვეიცარიული „ტამიფლ “, ის არის ადგილობრივი თურქული უხარისხო მედიკამენტი, თურქეთშივე წარმოებული.იგივე გერმანიაში, როდესაც საუბრობენ რომ იქ „ტამიფლუ“ 5 ევრო ღირს, ეს 1 კაფსულის ფასია, 10 ცალი 50 ევრო გამოდის. ეს ძვირი მედიკამენტია. საქართველოში  96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია. ბოლო პერიოდში გაძვირდაო რომ ამბობენ, გაძვირდებოდა,  დოლარის კურსს შეხედეთ რამდენია. იმპორტიორმა კომპანიამ შემოიტანა და თავის ზარალზე ხომ არ წავა? ზუსტად ის დანამატია, ლარი რამდენი პუნქტითაც  გაუფასურდა“-აღნიშნავს სურგულაძე.

 

მისივე მტკიცებით, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის მოხდება და ამისითვის პირველადი ჯანდაცვის განვითარება აუცილებელია.

 

 

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამაც გაავრცელა. მათი განმარტებით, გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

 

 

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება.


ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.


 გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.


„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში.


 „ტამიფლუს“ ფასებზე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობაც მოიხსნა და განაცხადა, რომ კითხვაზე, რატომ ღირს „ტამიფლუ“ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი, პასუხი თავისუფალი საბაზრო პრინციპით მომუშავე სააფთიაქო სისტემაში უნდა ვეძებოთ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არეგულირებს მედიკამენტების ფასებს და არც იმ ასორტიმენტს, რაც შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და რაც კერძო ქსელის სააფთიაქო დაწესებულებებში განთავდება.


„ეს ეხება ნებისმიერ პრეპარატს.დღეს საქართველოში 15 000-მდე პრეპარატია რეგისტირებული,მათ შორისაა „ტამიფლუ“.ისინი მათი მფლობელების შეხედულებისამებრ შემოდის საქართველოს ბაზარზე, რა თქმა უნდა კანონის დაცვით. ის მარაგები, რაც სახელმწიფოს მიერ მიჩნეულია, რომ უნდა გააჩნდეს ქვეყანას, მათი შესყიდვა სახელმწიფო პროგრამებით ხდება. ამ კუთხით „ტამიფლუც“ შესყიდულია“-აღნიშნავს დარახველიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არის „ტამიფლუ“ სხვა ქვეყნებში იაფი, ვიდრე საქართველოში, დარხველიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფასწარმოქმნა, შესაბამისად, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია.


ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა  ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც.  “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up