ჩავარდნილი ტექინსპექტირება და ტრაგიკული ავარიები

ჩავარდნილი ტექინსპექტირება და ტრაგიკული ავარიები

access_time2021-06-23 10:00:34

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ხარვეზისა და ტექდათვალიერების რეფორმის ჩავარდნის საგა გრძელდება - 12 ივნისს უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.


ავტოსატრანსპორტო საშუალებებების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან მეოთხე წელი გადის.  2018 წლის 1–ლი იანვრიდან დღემდე  რეფორმის ხარვეზიანობაზე, მონიტორინგის არარსებობასა და ინსპექტირებისას მანიპულაციების მზარდ შემთხვევებზე დარგის სპეციალისტების მხრიდან საუბრები ამ დრომდე არ წყდება. ამასთან, ფაქტია, რომ თუნდაც დედაქალაქის გრძელ საცობებში კვლავ ვხედავთ გაუმართავ ავტომობილებს და ვსუნთქავთ მათი გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს და გვახსენდება შატილის ტრაგედია, რომელსაც ბოლო დროინდელი კრწანისის ტრაგედიაც შეემატა.


ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქვაღორღით დატვირთული გაუმართავი სატვირთო ავტომობილის დედაქალაქში თავისუფლად გადაადგილებაზე მანამ, სანამ მსგავსი კატასტროფის მოწმენი ან მსხვერპლნი კიდევ არ გავხდებით?


საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ პრობლემებსა და ტექდათვალიერების რეფორმის ხარვეზიანობაზე „კომერსანტმა“ არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია და ანალიზი მკითხველს. ამჯერადაც შევეცადეთ შსს-სგან გამოძიების მსვლელობის დეტალებსა თუ სიახლეებზე ინფორმაციის მოპოვება, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი მიმდინარეობს და დეტალები ჯერჯერობით ვერ საჯაროვდება.


ავტომობილების ტექინსპექტირების ორგანოების კავშირი „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი, პირველ რიგში, ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულების უკიდურეს ხარვეზიანობაზე საუბრობს, როგორიცაა გზაზე კონტროლის არარსებობა (რაც ევროდირექტივის მიხედვით სავალდებულოა). ფაქტი, რომ 50–ლარიანი ჯარიმა ტექინსპექტირებაგაუვლელ ავტომობილის მფლობელს თვეში ერთხელ ეწერება, ეს არაკეთილსინდისიერი მძღოლისთვის, რომელიც ამორტიზებული სატვირთო ავტომობილით იგივე ერთ თვეში, შესაძლოა, რამდენიმე ათას ლარსაც კი გამოიმუშავებს, ნამდვილად არ არის რეფორმაში ჩართვის მოტივაცია.

 

„დადგენილი პერიოდულობით, თუნდაც ამ სატვირთო ავტომობილებს სჭირდება ტექნიკური ინსპექტირება, ამის აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ დაწერს ჯარიმას კამერები  თუ პოლიცია, რელურად ავტომფლობელს აქვს საშუალება, რომ არ გაიაროს ინსპექტირება. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს აღსრულების საკითხი. აღსანიშნავია რომ ავტომობლის გამართულობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი ავტომფლობელია იმიტომ, რომ წელიწადში ერთხელ მხოლოდ ტექინსპექტირებაზე მისვლით, ვერ ვიტყვით, რომ შენარჩუნებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრი. მუხრუჭების ხუნდები შეიძლება წლის განმავლოაბში რამდენჯერმე გახდეს შესაცვლელი.

რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო მეტადაა ამორტიზებული მისი ნაწილები - მაშინ გარკვეულწილად უნდა დადგინდეს ზღვარი, რომ არ იქნას გამოყენებული გარკვეული ხანდაზმულობის ავტომობილი. მნიშვნელოვანია გზებზე კონტროლის შემოღება.

ასევე, ჯარიმების დაფიქსირების პერიოდულობა - თვეში ერთხელ ხდება ტექინსპექტირების არგავლაზე ჯარიმის გამოწერა, ამით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი ავტომფლობელები და ყოველგავრი ინსპექტირების გავლის გარეშე მოძრაობენ. ისინი გადაიხდიან 50 ლარს და 500 ლარად წლის განმავლობაში შეუძლიათ იარონ დათვალიერების გარეშე. ჯარიმის მოცულობის გაზრდაც შეიძლება და ასევე ჯარიმის გამოწერის პერიოდულობაც უნდა შეიცვალოს. მაგალითად, დაიწეროს ჯარიმა 72 საათში ერთხელ, რაც შეუზღუდავს მათ ამ თავისუფლებას, რომ თავი აარიდონ ინსპექტირებას.


სამწუხაროდ, ნათხოვარი სამანქანო ნაწილების გამოყენების ფაქტებიც არის - იქირავებენ ან სხვას გამოართმევენ ნაწილს და გადიან ინსპექტირებას, ამის გადამოწმება ძალიან რთულია“, - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.

 

რა შეიცვალა ტექდათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან მეოთხე წელს? რატომ არ შემცირდა საცობების რაოდენობა დედაქალაქში? რატომ  ვსუნთქავთ ისევ დაბინძურებულ ჰაერს? რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას? ვინ აკონტროლებს იმას, რომ ინსპექტირებაგავლილი ავტომობილი ნათხოვარ/ნაქირავებ საბურავებსა თუ სხვა ნაწილებს აბრუნებს და კვლავ გაუმართავი გადაადგილდება ქუჩაში? რატომ არ არის საგზაო მონიტორინგი? რატომ არ ტარდება აქტიური საინფორმაციო კამპანიები?


საერთაშორისო ორგანიზაცია CIPA-ს ექსპერტი დავით მესხიშვილი კრწანისის  ავტოკატასტროფაზე საუბრისას ამბობს, რომ კიდევ ერთი დიდი პრობლემა სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილების იმპორტია საქართველოში, რომლის კონტროლიც მთელს ევროპაში არსებობს, გარდა ჩვენი ქვეყნისა.


„როდესაც კანონის აღსრულება სფეროში პრაქტიკულად ნულს უდრის და 2019 წელს ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა იყო 50%, ხოლო 2020 წელს - 25%, შეგვიძლია ვთქვათ რომ რეფორმას სერიოზული პრობლემები აქვს და საფრთხის ქვეშ დგას.

ტექინსპექტირება არ არის ჯადოსნური პროცესი, რომ ერთხელ გაივლის ავტომობილი დათვალიერებას და მისმა მფლობელმა მერე არაფერი უნდა გააკეთოს. ტექინსპექტირება პრობლემას არ აგვარებს არსად, ეს არის საშუალება მფლობელისთვის, რომ დაადგინოს რამე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს მისი ავტომობილი. ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელია მძღოლი პირველ რიგში და მეორე მხრივ, თუ მისი ტექნიკური გამართულობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამაზე რეაგირება სად არის.

ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში - მთავრობის ვალდებულაბაა, რომ ადამიანებს აუხსნას, რატომ უნდა გაიაროს ტექინსპექტირება და მერე, მეორე ტექინსპექტირებამდე უნდა მიხედოს ავტომობილს და შეინარჩუნოს ვარგის მდგომარეობაში. ამაში მთავარი რგოლი უნდა იყოს გარემოს დაცვის ტეპარტამენტი და მეორე პოლიცია. პოლიცია არ არის აღჭურვილი და არც გადამზადება აქვს გავლილი, რომ მსგავს ფაქტებზე მოახდინონ რეაგირება. ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპოტზე არავინ რეაგირებს. არ არის დანერგილი ევროდირექტივის მთავარი მოთხოვნა - გზისპირა ინსპექტირება.

სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, წლებია არსებობს პრობლემა ტვირთის წონაზე. ამ შემთხვევაში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხდება თუ არა ტვირთის წონის კონტროლი, რომელზეც, სამწუხაროდ, კანონის აღსრულება არის ძალიან სუსტი და არ კონტროლდება. როდესაც ხდება ტვირთის გადაზიდვა ზედმეტი წონით, ის უკვე ხელისშემწყობია იმისთვის, რომ ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდეს. მთლიანად საგზაო უსაფრთხოების სისტემა სამწუხაროდ ძალიან სუსტია.

არ შეიძლება ქვეყანამ დავუშვათ ყველანაირი ტრანსპორტის იმპორტი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დარჩენილი ევროპაში, რომელსაც არ აქვს შეზღუდვა ტრანსპორტის იმპორტზე. საქართველოში შემოდის სიცოცხლისთვის საშიში სატრანსპორტო საშუალებები. ეს განსაკთრებით ჩანს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს, როდესაც ერთმანეთზე გადაკრული ავტომობილები ნაკუწებად იშლება - ასე არ უნდა იშლებოდეს. საზღვარზევე უნდა არსებობდეს შეზღუდვა, რომ არ შემოდიოდეს პრაქტიკულად ჯართი. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხედვა, რომ ავტოპარკი განახლდეს. განბაჟების მახინჯი სისტემა ხელს უწყობს უვარგისი ავტომობილების შემოსვლას. ნებისმიერ სატრანსპორტპო შემთხვევას მარტო შსს კი არ უნდა იძიებდეს, ამას სჭირდება შესაბამისი ექსპერტთა ჯგუფი, ასეთი უწყება არ არსებობს“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

2021 წლის პირველ კვარტალში ტექინსპექტირება 364 000–მდე სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 249 ათასამდე ავტომობილმა მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 ათასამდე დახარვეზდა, 1200-მდე ავტომობილს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.


რაც შეეხება 2019-2020 წლების სტატისტიკას: აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თითქმის განახევრდა იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური დათვალიერებისთვის მიმართეს.


საერთო ჯამში, 2020 წელს ტექინსპექტირება 525 471-მა ავტომობილმა გაიარა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 968 868 ერთეული იყო.

საქართველოში ავტომობილთა სავალდებულო ტექინსპექტირება მთელ ავტოპარკზე 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდა.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up