საქართველოში შიდა ფრენები დღეიდან განახლდება

საქართველოში შიდა ფრენები დღეიდან განახლდება

access_time2020-07-24 10:30:34

საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

 

24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე ჯამურად ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე სამი რეისი შესრულდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა, ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

 

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი რომ დიდია, ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.


 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ „კოვიდ-19“–ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლად არის გამოცხადებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

 

„ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და არის იგივე. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

 

აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთი სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ბათუმის მიმართულებით კი, კვირაში ოთხი სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up