„საქართველოში შეიქმნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც ვაჭრობა და ფასების ფორმირება მოხდება“ - სემეკი

„საქართველოში შეიქმნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც ვაჭრობა და ფასების ფორმირება მოხდება“ - სემეკი

access_time2020-10-16 13:00:45

რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკული სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა და რეგიონში არსებული დაძაბული სამხედრო ვითარებისა, ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა არ შეფერხებულა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.


„წლევანდელი წელი ენერგეტიკის სექტორისთვის იყო ერთ-ერთი რთული, იქიდან გამომდინარე რომ განხორციელდა ერთდროულად რამდენიმე რეფორმა. ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი რეფორმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ენერგეტიკული ბაზრის მოწყობა. ბაზარი,როგორც ასეთი, პირველად ყალიბდება. აქამდე არსებული მოდელი არ იყო ენერგეტიკული ბაზრის მსგავსი, ეს იყო ხელშეკრულებებზე აგებული მოდელი.


დღეს ჩვენ ვახორციელებთ პროცესს,რომელსაც ჰქვია ბაზრის ლიბერალიზაცია და ეს წარმოადგენს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ ჩვენი ენერგეტიკის სტრუქტურა და კანონმდებლობა მიახლოებული და სრულ ჰარმონიზაციაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს არის იმ ფასეულობების გადმოტანა, რაც ევროპაში არსებობს.


მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა და ფროსმაჟორში მუშაობისა,  ტემპი შევინარჩუნეთ და ჩამორჩენა არ გვაქვს. ეპიდემიამ მნიშვნელოვნად დაარტყა ენერგეტიკას, მეორე მხრივ, გვაქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება რეგიონში სამხედრო მოქმედებებს. ჩვენ ორივე ქვეყანასთან მჭიდრო ენერგეტიკული კავშირი გვაქვს, ორივესთან ვახორციელებთ ელექტროენერგიის ვაჭრობას, ამდენად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში უსაფრთხოება იყოს,“ - ამბობს გიორგი ფანგანი.


მისი განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა მომხმარებლებისთვის ფასების კლების ნაწილში მომგებიანი იქნება.



„დღეის მდგომარეობით მთელ ელექტროენერგიას ყიდიან ის კომპანიები, რომლებიც ანაწილებენ კიდეც, ესენია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია. ჩვენ გვყავს სისტემის ოპერატორი, რომელიც არის პროდუქტის გადამტანი და რეალურად, პროდუქტიც მისია, ეს კი არ არის სწორი. რეფორმების შედეგად, გაჩნდება მიმწოდებლის ინსტიტუტი, ეს იქნება პირი, რომელიც არ უნდა იყოს თელასი ან ენერგო პრო ჯორჯია და რომელიც ივაჭრებს ელექტროენერგიით. დღეს ფიზიკური პირი, რომელიც ენერგიას თელასისგან ყიდულობს, ხვალ იყიდის სხვა პირისგან, თელასი კი უბრალოდ მოუტანს პროდუქტს. თუ მას არ მოეწონება მიმწოდებლის ფასი, შეუძლია ბაზარზე ნახოს სხვა მიმწოდებელი. ისინი კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან და ეცდებიან მეტი მომხმარებლის მოზიდვას, ეს კი დადებითად აისახება  მომსახურებაზე და კლების ნაწილში ფასებზე,“- აცხადებს გიორგი ფანგანი.


მისი განცხადებით, ახალი ბაზარი დამატებით შესაძლებლობას გაუჩენს ელექტროენერგიის სექტორით დაინტერესებულ  კომპანიებს.


„ვშიშობ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ იმ კარგ პერსპექტივებს,რასაც ეს რეფორმა უქადით მათ. ახალი ბაზარი ბევრ ახალ შესაძლებლობას აჩენს, ჩნდება ახალი ბიზნეს სეგმენტი და ნებისმიერ პირს შეეძლება იმ კარში შევიდეს, რომელიც აქამდე დახურული იყო. ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვისაც აქვს ინტერესი განავითაროს ენერგეტიკის სფეროში ბიზნესი. მათ ახლავე უნდა დაიწყონ ზრუნვა, რომ რეფორმას  მზად შეხვდნენ. ასეთ პირებს ვთხოვთ, მოვიდნენ ჩვენთან და გავუწევთ მათ კონსულტაციას. ბევრი გამოჩნდა, თუმცა უფრო მეტი უნდა იყოს.


ამ რეფორმის ცენტრი ელექტროენერგიის ბირჟა იქნება, რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნება. ეს არის ის საუკეთესო პრაქტიკა,რომელიც უკვე არსებობს ევროპაში. სწორედ ამ ბირჟაზე მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა და ეს სუბიექტი იქნება პასუხისმგებელი, როგორც გამყიდველებთან, ისე მყიდველებთან ურთიერთობაზე. ბირჟა ასევე მოახდენს ფასების ფორმირებას,“- ამბობს გიორგი ფანფანი.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც გიორგი ფანგანმა „პროფესიონალებში“ ისაუბრა, უკავშირდება მომსახურების გაუმჯობესების  ინოვაციურ მიდგომებს.


„უკვე ავამუშავეთ სატელეფონო მომსახურების სერვისი - 303, სადაც შეგეძლებათ გაიგოთ მიმდინარე დავალიანების, ავარიების, ან სხვა, თქვენთვის საინტერესო კითხვების შესახებ ინფორმაცია. ასევე გვექნება მომხმარებლის გვერდი, სადაც მომხმარებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ქმედების განხორციელებას: თანხის გადახდას, დარეგისტრირებას, მიმწოდებლის შეცვლას და ამ პროცესების მსვლელობის კონტროლს ონლაინ რეჟიმში. არის გარკვეული მიმართულებები,სადაც ჩვენ ვუსწრებთ არამხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს. ვსაუბრობ სტანდარტის კონტროლზე, ბევრი გვაქვს დასახვეწი სტანდარტების მიმართულებით, მაგრამ  სტანდარტების შესრულებაზე ისეთ კონტროლს,როგორიც ჩვენ გვაქვს, ვერ იპოვით ვერსად. უკვე გვიკავშრდებიან ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები,რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ,“- ამბობს გიორგი ფანგანი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up