საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

access_time2021-02-24 19:00:17

სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.

 

 ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.

 

 ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.

 

ჩვენ ამ ტიპის ბადეების იმპორტს და ადგილობრივ ფერმებში მონტაჟს თავად ვახორციელებდით, შესაბამისად, ვითარება ბაზარზე კარგად გვაქვს შესწავლილი. საქართველოში ბადეებზე მაღალი მოთხოვნაა, რადგანაც ბოლო წლებში ქვეყენაში ხილ-ბოსტნეულის და კენკროვანების მსხვილი ფერმების რაოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს რეგიონზე ვიმუშავებთ - ამბობს ის.

 

 მაისურაძის თქმით, ქართული ბადეები კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი მეზობელ ქვეყნებშიც იქნება. კომპანია ასევე სამშენებლო ბადეების წარმოებას გეგმავს.

 

 პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს, მის რეალიზებას მხარს USAID-ის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების განყოფილება უჭერს.

 

 

ქარხანა ჯერ არაა აშენებული, მაგრამ მის მომავალ პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე დღესაც ძალიან მაღალია - კომპანიამ 100 ჰექტარისთვის დამცავი ბადეების დამზადების შეკვეთები უკვე მიიღო.


 

 ამ დროისთვის, იმის მიუხედავად, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და დასასრულს უახლოვდება. თურქეთში საწარმოსთვის აღჭურვილობის შეძენა მიმდინარეობს, ასევე თურქეთიდან საქართველოში სპეციალისტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ მუშახელს მოამზადებენ.

 

 მასალები წარმოებისთვის ასევე თურქეთიდან შემოვა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გვექნება სხვა, უფრო მომგებიანი შემოთავაზებები, თანამშრომლობისთვის მზად ვართ - ამბობს ბიზნესმენი.


 ეს რეგიონში ერთადერთი ასეთი საწარმო არ იქნება - სადღეისოდ ერთი მზგავსი ქარხანა სომხეთში მუშაობს, მაგრამ ავთანდილ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, და საწარმო24-საათიან რეჟიმში, 3 ცვლაში იმუშავებს.

 

ჯერ 100 ჰექტარის შეკვეთები გვაქვს, თუმცა, ქარხნის ამუშავების შემდეგ მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, ჯერ მხოლოდ ადგილობრივი ფერმერების მხრიდან, მოგვიანებით ჩვენ მთელს რეგიონს ავითვისებთ - დარწმუნებულია ბიზნესმენი.

 

 ქართველი ფერმერები ქარხნის გახსნას ელოდებიან, რადგანაც ამ დროისთვის ბადეებს ისინი უცხოეთში ყიდულობენ, რაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ბევრ ფერმერს სურს საკუთარი ბაღების ასეთი მეთოდით დაცვა, თუმცა, მაღალი ღირებულების და ტრანსპორტირებაზე დიდი დანახარჯების გამო, ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.

 

 

კომპანია „ტირიფონის ბაღების“ მფლობელის ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, ამ წარმოების გახსნით ბევრი მეწარმეა დაინტერესებული, და ეს არა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს ეხებათ.

 

 ჩვენს ფერმაში სეტყვის საწინააღმდეგო ბადე 31 ჰექტარზეა დაყენებული, მაგრამ ჩვენ ის 10 წლის წინ დავამონტაჟეთ და საჭიროა შეცვლა, ეს მარტივი პროცესი არაა, და ჩვენ წინასწარ  ზუსტად უნდა ვიცოდეთ ბადეებს  სად და რა ფასად ვყიდულობთ. ჩვენ იტალიური ბადეების გვაქვს, მაგრამ ის საკმაოდ ძვირია - 2700 ევრო 1 ჰექტარი, და ეს ტრანსპორტირების და განბაჟების გარეშე- განაცხადა მეწარმემ.

 

 მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქტის შეძენა მომგებიანია, რადგანაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ის პირველ რიგში მაღალი ხარისხის უნდა იყოს, წინაამღდეგ შემთხვევაში ბიზნესს ბადეების შემოტანა ისევ უცხოეთიდან მოუწევს.

 

 

eastfruit.ge

 

 

მარიამ მორგოშია






Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...


მსგავსი სიახლეები

up