კრედიტინფო საქართველომ საფინანსო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სესხით სარგებლობს 1.8 მლნ-მდე ადამიანი და ჯამში 27 მლრდ ლარის აქტიური სესხია გაცემული, რომელიც წლის დასაწყისიდან 3.5 მლრდ-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანითაა გაზრდილი.
· წლის დასაწყისიდან დღემდე მსესხებლების რაოდენობა გაზრდილია 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანით;
· ჯამური პორტფელის ვადაგადაცილების მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა და 5.9%-ია.
· ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მისო-ებში უფრო მაღალია და საშუალოდ მათ მიერ გაცემული სესხების 18% ვადაგადაცილებულია. მაშინ, როდესაც საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 5%-ია.
· საშუალო სესხი ბანკში - 15,700 ლარი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - 3,000 ლარია
სესხების 89% ბანკებზე მოდის. დანარჩენი 11% კი სებ-ის მიერ სხვა რეგულირებად საფინანსო ინსტიტუტებსა და სალიზინგო კომპანიებზე მოდის.