საქართველოში სესხი მოსახლეობის 64 პროცენტს აქვს - „მოქალაქეების შემოსავალი სესხის დაფარვაში მიდის და არა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“

საქართველოში სესხი მოსახლეობის 64 პროცენტს აქვს - „მოქალაქეების შემოსავალი სესხის დაფარვაში მიდის და არა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“

access_time2020-12-28 11:00:54

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს კრედიტინფოს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სესხით 1.8 მლნ ადამიანი სარგებლობს. საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვი 3 716 858 შეადგენს, ხოლო აქედან 922 006 ადამიანი 18 წლამდეა, ამ ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სესხი საქართველოს მოსახლეობის 64 პროცენტს აქვს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ მონაცემებს მმართველი გუნდის და ოპოზიციის ეკონომიკური გუნდის წევრები. ხედავენ თუ არა პრობლემას იმაში, რომ ქვეყანაში ჯამში 27 მლრდ ლარის აქტიური სესხია გაცემული ეს კი მაშინ, როცა ევროპული და ქართული სესხების საპროცენტო განაკვეთები და დანიშნულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რომ  თავისთავად ის, რომ მოსახლეობის 64 პროცენტს სესხი აქვს არაფერს ნიშნავს, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორ შეძლებენ ადამიანები ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ სესხების მომსახურებას. გოცირიძის განმარტებით იქნება სესხების ნაწილი, რომელიც ვერ დაიფარება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა სესხს გაჭირვების გამო იღებს და არა საკუთარი კეთილდღეობის შექმნაზე და განვითარებაზე:

 

„არ არსებობს ქვეყანა, სესხით რომ არ სარგებლობდეს, დასავლეთში კრედიტის გარეშე არ არსებობს ცხოვრება, თუმცა მთავარია რამდენად შეუძლია ხალხს ამ სესხის მომსახურება. ვინაიდან ძალიან მძიმე დარტყმა იყო ლარის გაუფასურება, ვიცით რომ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, პლუს დამატებული ის საშინელება რაც პანდემიის პერიოდში მოხდა და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის ძალიან სუსტი ეკონომიკური ზრდა ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ სესხების მომსახურება. ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი სესხის დაფარვაში მიდის და არა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, ჯანსაღ კვებაზე, ბავშვების განათლებაზე და ა.შ.

 

ერთია გქონდეს შემოსავალი და მეორეა ამ შემოსავალის გადამისამართება ხდებოდეს იმ მიმართულებით, რომელიც ოჯახებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ანუ სიღარიბიდან ვერ გამოჰყავდეს. სესხების დიდი ნაწილი აღებულია იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედონ, მაგრამ რა თქმა უნდა გვაქვს არასერიოზული სესხებიც. ადამიანს, რომ გაქვს რაღაც ტელეფონი, გინდა მაინც და მაინც ბოლო მოდელი აიფონი ან სამსუნგი, ეს ნიშნავს, რომ ამ მძიმე ვითარებაში ოჯახს შემოსავალს აკლებ. ამ ქვეყნის და ამ შემოსავლების მქონე ადამიანებს ამის ფუფუნება არ აქვთ. თუმცა ვიტყოდი, რომ მსგავსი სესხები არსებით არ არის, მთლიანობაში სესხები აღებულია გაჭირვების გამო და არა კომფორტის გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 


რომან გოცირიძისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბექა ლილუაშვილს. დეპუტატს მიაჩნია, რომ სესხების დიდი ნაწილი ადამიანების კეთილდღეობის შესაქმნელად აქვთ აღებულია. ოპოზიციონერი, ყოფილი დეპუტატის მსგავასად ლილუაშვილიც მიიჩნევს, რომ მსესხებლების მოცულობა მოსახლეობასთან მიმართებაში მაღალი , რომ არის არსად პრობლემა არ არის, თუმცა ქართული ოცნების გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ მთავარია ამან გადახდისუუნარობის რისკები არ შექმნას. ლილუაშვილი აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა და დაკრედიტება მხოლოდ მაშინ არის რისკის მატარებელი თუ საბანკო და საფინანსო სექტორი სესხს აძლევს ისეთ შინამეურნეობას ან ბიზნეს, რომელიც არ არის გადახდისუნარიანი, რაც მისი თქმით, შემდეგ ჭარბვალიანობის რისკებს ქმნის.

 

„საბანკო და საფინანსო სექტორი ძირითადად არ გასცემს ისეთ სესხებს, რომელიც პირველადი კატეგორიის საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, არ გაიცემა ისეთი სესხები რომლითაც მოქალაქეები აფინანსებენ ყოველდღიურ საჭიროებებს. პორტფელის ძირითადი ნაწილი არის იპოთეკური სესხები, გარკვეული ნაწილი არის ე.წ. სამომხმარებლო საქონლის შესაძენად და აქ ცალსახად არის სხვადასხვა სახის განვადებები. კარგად გვესმის, რომ ადამიანთან გარკვეული ნაწილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია იმ კუთხით, რომ მათ დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავლები და უჭირთ სესხების მომსახურება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ საბანკო და საფინანსო სექტორთან შეგვეთავაზებინა ინდივიდუალური გამოსავლები, შედეგად ბანკები აქტიურად აკეთებენ რესტრუქტურიზაციებს და გადავადებებს. საკრედიტო პორტფელის ხარისხი პანდემიამდე სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში იყო ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა პანდემიას რა თქმა უნდა ექნება გავლენა და ამ მიმართულებით რაც შეგვიძლია მოვიმოქმედოთ და კრიზის პერიოდში ადამიანებს ვეხმარებით. მეორეს მხრივ სწრაფად უნდა აღვადგინოთ სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, რათა შემოსავლები აღუდგეთ და გააგრძელონ კრედიტის მომსახურება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საბანკო და საფინანსო სექტორი საქართველოში განვითარებულია და მას ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს, თუმცა დეპუტატის განმარტებით, აქ მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ გაიცეს ისეთი სესხი, რომელიც ადამიანის ხელფასის ისეთ ნაწილს შეადგენს, რომ სესხის მომსახურების გარდა ვერ ახერხებდეს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, აცხადებს, რომ ფინანსური სექტორის სიღრმის გაზრდამ და განვითარებამ შექმნა გაფართოებული ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, რამაც შექმნა გარკვეული რისკები წარმოშვა. თუმცა ლილუაშვილის განმარტებით სახელმწიფომ მარეგულირებელთან ერთად რისკების დასაზღვევად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

 

„ყველასთვის ცხადია, რომ სხვა შესადარ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ფინანსური სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ფინანსური სიღრმე საკმაოდ დიდია, როგორც ბიზნესის ასევე შინამეურნეობების დაკრედიტების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ფინანსურ რესურსებზე წვდომის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი. როდესაც ეს ციფრი გამოქვეყნდა, ვნახეთ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები. ჩვენ 64 %-იანი ნიშნულზე ვართ, ამ ნიშნულთან კი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, ესტონეთი, ისრაელი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს კარგად განვითარებული ფინანსური სექტორი, ხოლო მეორეს მხრივ რეგიონის ქვეყნებსაც აქვთ დაახლოებით იგივე მაჩვენებელი რაც ჩვენ გვაქვს.

 

თუმცა პროცესს ახლავს ჭარბვალიანობის რისკი, რა თქმა უნდა უნდა სახელმწფოს მთავარი პრიორიტეტი ამ პროცესში უნდა იყოს ის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად შეამციროს. ბოლო წლების განმავლობაში ერთის მხრივ ჭარბვალიაონობის და მეორეს მხრივა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 200 000 ლარამდე სესხის გაცემის წესის განსაზღვრა, გარდა ამისა ზედამხედველისგან დაწესდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი, გაუმჯობესდა გამჭვირვალობის და ანგარიშგების ვალდებულება, მნიშვნელოვნად დაიხვეწა მომხმარებლის უფლებები. დაწესდა შემოსავალთან მიმართებაში კოეფიციენტები დაკრედიტების ნაწილში, ასევე შემოსავლის დადასტურების ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტებისთვის“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

 

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა. ბექა ლილუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს, რათა საბანკო და საფინანსო სექტორმა სესხები მაქსიმალურად პასუხისმგებლიანდ გასცეს.

 

„ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტი ქვეყნაში, იმისთვის, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო მართვადი და მინიმალური გავხადოთ. ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება მსჯელობა, განსაკუთრებით კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აცხადებს დეპუტატი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up