კომპანია „ჯინვენტორი“ თურქული კომპანია Schafer-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ კომპანია ჯინვენტორის ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული ქართული კომპანია „ტენე“.
„ჯინვენტორმა“ კომპანია Schafer-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა. ეს უკანასკნელი თურქეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ინოვაციური, ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციით გამოირჩევა. უახლოეს მომავალში, Schafer-ის პროდუქცია სხვადასხვა არხებსა და „ტენეს“ სადისტრიბუციო ქსელში გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ Schafer-ის პროდუქციას „ტენეს“ 2-წლიანი გარანტია ექნება, მათ შორის 6 თვე შეცვლის ან უკან დაბრუნების პირობით.