საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია (ვერ) დაიწყო

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია (ვერ) დაიწყო

access_time2021-07-16 10:00:52

2021 წლის 14 ივლისი საქართველოს მოსახლეობამ „breaking news“-ით დაიწყო - ყველამ ერთად გავიგეთ, რომ ნანატრი, ამერიკულ-გერმანული წარმოების „Pfizer“-ის ვაქცინა უკვე შემოვიდა. გავიგეთ ისიც, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს იმავე დღეს 15:00 საათიდან შეეძლებოდათ, თუმცა პირველი იმედგაცრუება მოსახლეობამ მაშინ იწვნია, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორისგან გაიგო, რომ ქვეყანაში სულ 14 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისი ვაქცინა ჩამოვიდა. ამირან გამყრელიძემ თქვა ისიც, რომ წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პორტალს გამართულად ემუშავა.

 

თბილისის დროით 15:00 საათია, ყველაფერი აქედან იწყება - საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს სახლში, სამსახურში, გზაში, მთაში თუ ბარში booking.moh.gov.ge აქვს გახსნილი, ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ახლა მეორე იმედგაცრუების ჯერია - რეგისტრაციის დაწყების დროს booking.moh.gov.ge გაითიშა.

 

„მაღალი მიმართვიანობის გამო ვებგვერდი ხარვეზით მუშაობს“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. დაპირებული გამართული საიტი მოსახლეობამ ვერ მიიღო.

 

მესამე იმედგაცრუების დრო დადგა - გარკვეული დროის შემდეგ საიტი გახსნა, მაგრამ შესაბამისი ველიდან Pfizer-ი გაქრა. შემდეგ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის გულწრფელი ბოდიში, რომელმაც გვითხრა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყველა შესაძლო IT სამსახურია მივლენილი, რომლებლიც მათთან ერთად ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ. ამ დროს მეოთხე იმედგაცრუებამაც არ დააყოვნა – ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა Pfizer-ზე ასაცრელად ყველა ადგილი უკვე დაკავებული აღმოჩნდა. საქართველოს მოსახლეობამ ვერც დაპირებული Pfizer-ის ვაქცინა მიიღო.

 

საქართველოს მოსახლეობა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, Pfizer-ის ვაქცინას რამდენიმე თვეა ელოდება. ამის პარალელურად, თითქმის ყოველდღე საჯარო პირების განცხადებებს ვისმენდით, რომელებიც მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებდნენ, მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინა არ იყო.

 

როგორ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო - ამ სათაურით პროგრამული ინჟინერი გიორგი ლუბარეცი ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Pfizer-ზე ასაცრელად ყველა ადგილი უკვე დაკავებულია, 10-15 წუთის ინტერვალით შიდა ქართლსა და აჭარაში ერთი ან ორი ადგილი ჩნდებოდა. თუმცა პროგრამისტი ამბობს, რომ უფრო საინტერესო რამ მას შემდეგ მოხდა, რაც Pfizer-ის ვაქცინა საიტიდან საერთოდ გაქრა. საიტის „მოტყუების“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილები ყოფილა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. კომერსანტი გიორგი ლუბარეცის პოსტს გთავაზობთ:





სოციალურ ქსელში მთავრობას Pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობით ჩამოტანისა და შემდეგ რეგისტრაციის პროცესის შეფერხების გამო მკაცრად აკრიტიკებს პოეტი რატი ამაღლობელიც:

 

„ნახევარი წლის დაგვიანებით რო 14 000 ადამიანის სამყოფ ვაქცინას ჩამოიტან, საიტს რო ვერ გამართავ მერამდენე ჯერზე აღარც მახსოვს, ყოველ დღე ამდენი ადამიანი რო გეღუპება კოვიდით, მე-4 ტალღა რო გაქვს და ყელამდე ძღნერში ხარ - აი რაღა გინდა იმ მთავრობაში, ან ეგეთი მთავრობა ვის გინდათ გამოდით ერთი ცალი თვალით მაინც დამენახეთ გულში ჩაგიკრათ“, -  წერს რატი ამაღლობელი.

 

კრიტიკული იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძის პოზიციაც, რომელიც წერს, რომ ორი წელია სახელმწიფო უწყებებმა ერთი საიტის გამართვა ვერ შეძლეს.

 

„წარმოიდგინეთ, გყავთ დაქირავებული ქორწილის ორგანიზატორი. ორი წელი ფულს უხდით რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ესეც ყოველ დღე გეუბნებათ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ქორწილის დღეს კი აღმოჩნდება, რომ სამი მაგიდა ხალხისთვის მოსაწვევი არ აქვს გადაგზავნილი, ფეიერვერკი არ არის შეკვეთილი და ასეტრინა მოვა მაშარაფის გარეშე.  რას უზამთ ასეთ ორგანიზატორს?

ორი წელია ერთი საიტი ვერ გააკეთეს. სხვაზე არაფერზე რომ არ ვილაპარაკოთ. ერთი საიტი.

ჯერ ოპოზიციის ჯინაზე მართული ქვეყნის დედავატირე, მაგრამ დანარჩენები კომფორტულად გრძნობთ თავს ტიკარაძის პირობებში?“, - დაწერა ღამბაშიძემ სოციალურ ქსელში.

 

ერთიან ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ვერ მართავს. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

 

„ვაქცინაციის მხრივ  ყველაზე წარმატებულად ითვლება სამი ქვეყანა: ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა. დიდ ბრიტანეთში ერთჯერადად აცრილია თითქმის მთელი მოსახლეობა,  ხოლო სრულად - მისი 53 პროცენტი. 19 ივლისიდან ამ ქვეყანაში უქმდება შეზღუდვები, მათ შორის პირბადის ტარების ვალდებულება.

ბრიტანელი ექიმები და მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობას, არ გააუქმოს შეზღუდვები. მოქალაქეებმა დაიწყეს ხელმოწერები (უკვე 180 ათასზე მეტია შეგროვებული) და პეტიციით მიმართავენ მთავრობას, რომ არ მოხდეს პირბადეების სავალდებულო ტარების გაუქმება ინდური შტამის გააქტიურების გამო.

რა გააკეთა ამ დროს საქართველოს მთავრობამ? ჩაფლავებული ვაქცინაციის პირობებში გააუქმა ღია სივრცეში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში  პირბადის ტარების ვალდებულება  და ფაქტობრივად ხელი შეუწყო მეოთხე ტალღის რამდენიმე თვით ადრე დადგომას. ხალხი მოეშვა და ბევრმა არა მხოლოდ ღია სივრცეებში, არამედ ტრანსპორტში და სხვა დახურულ ადგილებშიც შეწყვიტა პირბადის გამოყენება.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ, რასაც მასობრივი შეკრებები მოჰყვება ხოლმე. შარშან, ასე თუ ისე, შეძლეს ჩვენმა მოქალაქეებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამ მოთხოვნის დაცვა და არც ახლა გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება.

უგუნური მთავრობა აღატაკებს ადამიანებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს Pfizer-ის მხოლოდ 29 500 დოზა ჰქონდა მიღებული. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა დღეს ფაქტი ერთია - საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია არ დაწყებულა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up