საქართველოში საწვავის ფასი მოიმატებს - 2020/2021 გამოწვევები და მოლოდინები

საქართველოში საწვავის ფასი მოიმატებს - 2020/2021 გამოწვევები და მოლოდინები

access_time2021-02-22 20:00:00

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2020 წელს ავტოსაგზაო მოძრაობის სრული აკრძალვა გარკვეული პერიოდი მოქმედებდა და კომენდანტის საათი ახლაც აქტიურია, 2020 წლის განმავლობაში ქვეყენაში 2019 წელთან შედარებით თითქმის უცვლელია ბენზინის (-0.7%) და დიზელის (+2.5%) იმპორტი.



ამასთან დაკავშირებით, ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი GBC-სთან ინდუქსტრიის 2020 წელს აჯამებს და 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს.



მისი განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. ამ მიმართულებით მთვრალაშვილის განცხადებით, უმთავრესი, რა თქმა უნდა, პანდემია COVID-19-ია.



2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა მისი თქმით, ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება საშუალოდ 10-15%-ით.



რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლის ზრდას, ეს მთვრალაშვილის განმარტებით ნაწილობრივ დაკავშირებული იყო გაზაფხულის პერიოდში S&P Global Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებიდან გამომდინარე პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნასთან.



თუმცა უნდა აღინიშნოს ასევე, რომ იმპორტის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდასთან, რაც თავის მხრივ მისი თქმით უკავშირდება შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (2020 წლის განმავლობაში გაზრდილია 5,7%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.) მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება;




მისი თქმით, კომპანიების მარაგები ძირითადად 20-40 დღე არის, რომელიც სწორედაც უზრუნველყოფს, რომ ფასების მყისიერი მატება არ მოხდეს ადგილობრივ საცალო ქსელში. თუმცა ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და სამწუხაროდ საერთაშორისო ფასების ზრდა ყოველთვის მტკივნეულად ისახება პირველ რიგში, როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელის ფასებზე.



მთვრალაშვილის განცხადებით, წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ფასები S&P Global Platts-ის მიხედვით გაზრდილია ბენზინზე -126$-ით/ტონაზე ; დიზელის საწვავზე 95$-ით/ ტონაზე.



აქედან გამომდინარე საცალო ქსელშიც ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია საშუალოდ 15 თეთრით ლიტრაზე და ფასების ზრდა სამწუხაროდ, უახლოეს პერიოდში კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება მოლოდინებს, მთვრალაშვილი ამბობს, რომ პროგნოზებთან დაკავშირებით ძალიან რთულია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში კვლავინდებურად მძვინვარებს ეპიდემია და აქედან გამომდინარე დაზუსტებით ვერავინ ვერ საუბრობს ნავთობის სამომავლო ფასებთან დაკავშირებით.



მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების სექტორში დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, მოხდა მისი იმპორტის კლება, რაც დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. 2020 წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.



„2020 წელი ყველა კომპანიისათვის, მათ შორის ნავთობკომპანიებისათვის საკმაოდ რთული იყო. წლის სხვადასხვა პერიოდში დაწესებული ლოქდაუნებისა და შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარე ეტპაზე ვრცელდება, მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობპროდუქტების მოხმარება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართულებით, რომელიც არასტაბილურობით, არაპროგნოზირებადობით გამოირჩეოდა და წლის განმავლობაში ძირითადად უფასურდებოდა.



რაც შეეხება შეღავათს, ნავთობპროდუქტების სფეროს შეეხო საშემოსავლო გადასახადთან დაწესებული შეღავათი, რომელიც კომპანიებისათვის მართლაც მნიშვნელოვანი შეღავათი იყო“.



მთვრალაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში 2020 წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების მიერ.



დღეისათვის საქართველოში 1200- ზე მეტი ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს.




GBC.GE






თეგები:
საწვავი



The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up