საქართველოში საწვავის ფასი 30-40 თეთრით გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი 30-40 თეთრით გაიზარდა

access_time2020-08-26 14:10:51

მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.


მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში) და ამავდროულად დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი, ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, საჰაერო, სახმელეთო სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა. ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ნავთობის ფასის ზრდას.


კერძოდ, მიმდინარე წლის მარტის თვის დასაწყისში პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს ის მატებას. დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენს 45,86 დოლარს/ბარელზე, რაც საშუალოდ 80%-ით მეტია პანდემიის პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით.



ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით/ლიტრაზე. თუმცა ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრაზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე - 20 თეთრით/ლიტრაზე.


დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,06-2,17 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,09-2,19 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,02-2,12 ლარი/ლიტრაზე.

თეგები:
საწვავი



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up