საქართველოში საწვავი ვერც მსოფლიო ფასების ვარდნამ და ვერც კონკურენციის სააგენტომ გააიაფა

საქართველოში საწვავი ვერც მსოფლიო ფასების ვარდნამ და ვერც კონკურენციის სააგენტომ გააიაფა

person access_time2016-01-12 18:30:49

საწვავის ქართულ ბაზარზე მსოფლიო ტენდენციები არ ვრცელდება – ნავთობის მსოფლიო ფასების უპრეცედენტო ვარდნის ფონზე საქართველოში საწვავის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს. 

იანვრიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ბოლო ვაჭრობაზე ბარელის ფასი 31 დოლარსაც კი ჩამოსცდა, საქართველოში კი 2016 წელს საწვავი არცერთი თეთრით არ გაიაფებულა. 

ექსპერტი ბექა კემულარია საქართველოში საწვავის ფასების შენარჩუნების ტენდენციას 5 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის კარტელურ გარიგებას უკავშირებს.  მისი განცხადებით, კარტელური გარიგებები საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს შორის კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და დააჯარიმა კიდეც ისინი, მაგრამ უწყების გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული, კერძო სექტორის წარმომადგენლები კი შეთანხმებულად მოქმედებას განაგრძობენ.


„არსებობს თუ არა შეთანხმებული ფასი? ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის ამ 5 კომპანიასა და სხვა წვრილი კომპანიების ფასებს შორის არსებული განსხვავებები. კომპანია, რომელიც არის მომპოვებელიც, აქვს საკუთარი გადამამუშავებელი ქარხანაც, არის იმპორტიორი და დისტრიბუტორი, ყიდის 30-40 თეთრით ძვირად საწვავს, ვიდრე წვრილი კომპანია, რომელიც სხვის მიერ შემოტანილ საწვავს ყიდის იაფად“,- აცხადებს ბექა კემულარია.


„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი კი ამბობს, რომ საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციის შესაბამისად საქართველოშიც აუცილებლად შემცირდება.


მისი განცხადებით, ფასები საშუალოდ 25 თეთრით დეკემბერში შემცირდა, წელს კი ფასები ჯერჯერობით არ შეცვლილა.



„მთლიანობაში წლის განმავლობაში საწვავის ფასი შემცირდა 40 თეთრით და თუ არა ლარის გაუფასურება, ეს შემცირება გაცილებით მეტი იქნებოდა. რაც შეეხება მომავალს და დღევანდელ ვითარებას, იმ ფონზე, როდესაც ნავთობის ფასები მცირდება და დღეს ფასები არის 2004 წლის მინიმუმზე, რა თქმა უნდა ფასების შემცირება გაგრძელდება. ამას ალტერნატივა არ აქვს. მთავარია, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა დოლართან მიმართებით, რომ ფასების შემცირება იყოს ადეკვატური საერთაშორისო ფასებთან“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

 

მსოფლიო მედიაში ნავთობის ფასების ახალი პროგნოზები ქვეყნდება. უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ბარელი ნავთობი 10 დოლარამდე გაიაფდეს. ასეთი პროგნოზით გამოვიდნენ ბრიტანული ბანკის Standard Chartered–ის ანალიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვიდრე ბაზრის მოთამაშეები აღიარებენ, რომ პროცესები ძალიან შორს წავიდა, ნავთობის ფასები შესაძლოა 10 დოლარამდე ჩამოვიდეს.


სხვა ბანკებმა Barclays, Macquarie, Bank of America, Merill Lynch და Societe Generalе) მიმდინარე კვირაში ნავთობის მსოფლიო ფასების 2016 წლის პროგნოზი გააუარესეს.

 

კერძოდ, Barclays–მა საკუთარი პროგნოზი 60–დან 37 დოლარამდე შეამცირა.

 

პროგნოზების გაუარესება დაკავშირებულია ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებასთან და ნავთობის ჭარბწარმოებასთან. 


12 იანვარს WTI–სა და Brent–ის მარკის ნავთობის ღირებულება 31 დოლარს ჩამოსცდა. Morgan Stanley–ს, Goldman Sachs–ისა და Citigroup–ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ახლო პერსპექტივაში ნავთობის ფასები 30 დოლარის ნიშნულს გადალახავს და 20 დოლარამდე ჩამოვა.

 



კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება
access_time2020-09-23 18:05:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23...

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...


მსგავსი სიახლეები

up