სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი საქართველოში გაიმართება

სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი საქართველოში გაიმართება

access_time2019-11-14 10:37:17

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. სამიტის ორგანიზატორია გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ხოლო მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).


ევროპული სამიტის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა იმ წარმატებული პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს მთიანეთში სათემო ინტერნეტით დაფარვას შეეხება. ინტერნეტმა თუშეთში ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. დღეს ინტერნეტი თუშეთის ოთხივე ხეობაშია ხელმისაწვდომი. სამინისტროს მხარდაჭერით ასევე დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამოცდილებას და ქვეყანაში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმობა.


მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას.



აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა.


სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეების მიერ განხილული იქნება სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.


„კომერსანტი“





ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...


მსგავსი სიახლეები

up