საქართველოში სასტუმროების  ნაწილი თანამშრომლებს ვერ ინარჩუნებს

საქართველოში სასტუმროების ნაწილი თანამშრომლებს ვერ ინარჩუნებს

access_time2020-03-26 11:30:09

მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა დაწესებულებების მსგავსად  მუშაობა  სასტუმროებმაც შეწყვიტეს. ნაწილმა საკუთარ პერსონალს მიმდინარე თვის ხელფასი აუნაზღაურა, თუმცა, პრობლემას გაჩერებული ბიზნესისთვის  შემდეგი თვე წარმოადგენს.

 

დახურული დაწესებულებებისა და უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის მხარდასაჭერად,  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელმა და ამჟამად საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამოს მფლობელმა, ზაზა ფაჩულიამ  ვიდეო მიმართვა გაავრცელა. სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ მათი თანამშრომლების მდგომარეობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაში და დაეხმარონ მათ.


 

„ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ“- ასე გამოეხმაურა შექმნილ მდგომარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ნათია თურნავა. მისი თქმით    მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოესს დღეებში საჯარო გახდება.


სახელმწიფოს დახმარების პროგრამა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები.



„კომერსანტი“ სასტუმროების მესაკუთრეებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია შეძლებენ თუ არ სექტორის წარმომადგენლები, თავიან თანამშრომლებს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნონ და  მიმდინარე და შემდგომი თვის ხელფასი სრულად აუნაზღაურონ. სასტუმრო ZP PALACE-ს დირექტორი მარინა კოდუა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მისი ყველა თანამშრომელი  დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება.


 


„როგორც კი სასტუმრო გაიხსნება, ყველა ჩემი თანამშრომელი დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას. მესმის და ვითვალისწინებ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, ისიც ვიცი, რომ ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამიტომ მარტის ხელფასი სრულად ჩვურიცხე მათ, ხოლო აპრილის ხელფასს თუ სრულად არა, ამ ეტაპზე  70% ავუნაზღაურებ, რათა  პირველადი ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა შეძლონ, შემდეგ კი იმ თანხასაც ჩავურიცხავ, რაც დააკლდებათ. მე ვზრუნავ  ჩემს ყველა თანამშრომელზე, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი სასტუროს წარმატება.“-ამბობს მარინა კოდუა.

 

 

„ამ ინდუსტრიაში ძირითადი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესიაა . შესაბამისად ისინი დიდი ბიზნესისგან  ფინანსური რესურსით განსხვავდება, რის გამოც ვერ ახერხებენ თანამშრომლების გარკვეული პერიოდით შენახვას და შენარჩუნებას“-ასე ეხმაურება ზაზა ფაჩულიან განცხადებას ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე.



„დარწმუნებული ვარ  არავის თვითმიზანი არ არის ადამიანები ამ პერიოდში უხელფასოდ დატოვოება . ხოლო ვისაც სახსრები აქვს და  მაინც იგივეს აკეთებს, რა თქმა უნდა, არღვევს თანამშრომლების ინტერესს. არიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დაიხურნენ და  გაკოტრდნენ, ისინი ვერ იხდიან არა თუ ხელფასებს, არამედ გადასახადებსაც კი. ეს ძირითადად, მცირე და საშუალო სასტუმროებსა და ტურისტულ ორგანიზაციებს ეხება. თუმცა, არიან სასტუმროები, რომლებმაც თავიანთ თანამშრომლებს უშუამდგომლეს და დააწყებინეს მუშაობა, ზოგს ჰიპერმარკეტებში, ზოგს სხვა ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც ახლა დატვირთულად მუშაობს. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან და კიცხავენ იმ ბიზნესს, რომელსაც მოუწიათ შექმნილი მდგომარეობის გამო თანამშრომლების გათავისუფლება. უმეტესი შემთხვევა არ არის მიზანმიმართული და არანაკლებ მტკივნეულია შენი დატრენინგებული თანამშრომელი რომ მიდის სხვა კომპანიაში, ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მცირე ბიზნესისთვის.“-ამბობ მაია სიდამონიძე.


 

შეგახსენებთ, ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.  ქვეყანაში შეჩერებულია ყველა დაწესებულების მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა აფთიაქებისა და საავადმყოფოების.


ნათია ლომიძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up